ნახეთ თრეილერი: “სული” – პიქსარის ახალი ანიმაცია

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტში პიქსარის ახალი ანიმაციის – “სულის” თრეილერი გამოჩნდა. მასში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობი ჯეიმი ფოქსი და თინა ფეი ასრულებენ.

სული” მიმდინარე წელს პიქსარის უკვე მეორე ნამუშევარი იქნება რომელსაც მაყურებელი დიდ ეკრანებზე იხილავს. მოგეხსენებათ მათი ნამუშევარი “წინ!” ახლა გადის კინოთეატრებში და კინოგაქირავებაში პირველ ადგილს არავის უთმობს. რაც შეეხება უშუალოდ ახალ ანიმაციას, მისი რეჟისორი პიტ დოქტერია რომელმაც მაყურებელს თავი ისეთი ცნობილი ნამუშევრებით დაამახსოვრა როგორებიც არიან “მაღლა” და “თავდაყირა“.

ანიმაცია ჯო გარნერის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც სწორედ ჯეიმი ფოქსი ასრულებს. ჯო მუსიკის მასწავლებელია რომელიც უეცრად მისტიურ სულების სამყაროში აღმოჩნდება, სადაც “22-ე სულს” გაიცნობს. თითქოს ისინი არაფრით გვანან ერთმანეთს, მაგრამ სულების სამყაროსგან თავის დასახსნელად და დედამიწაზე დასაბრუნებლად მათ ერთად მუშაობა მოუწევთ რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა დიდი სიყვარულის საფუძვლადაც იქცეს.

პიქსარი აქამდე მთავარ აქცენტს ანიმაციის “წინ!” გაპიარებაზე აკეთებდა ამიტომ “სულის” პირველმა თრეილერმა ცოტა არ იყოს დაიგვიანა. მაყურებელს მისი ნახვის საშუალება პრემიერამდე სულ რაღაც 3 თვით ადრე მიეცა. შეგიძლიათ თრეილერი თავად იხილოთ:

როგორც თრეილერიდანაც შეამჩნევდით ანიმაცია სავსეა ღრმა კონტექსტებით რაც უკვე დიდი ხანია პიტ დოქტერის ხელწერად იქცა. ნამუშევარში ხშირად შეხვდებით ემოციურ მონოლოგებს, როგორიცაა “22-ე სულის” სიტყვები: “ნუთუ მართლაც ყველა სიცოცხლემ დაიმსახურა სიკვდილი?“. დაგვეთანხმებით, საოჯახო ფილმისთვის ეს სიტყვები ცოტა არ იყოს სერიოზულად და დამაფიქრებლად ჟღერს, თუმცა ანიმაციას არც სახალისო სცენები და მონოლოგები აკლია, რაც საბოლოო ჯამში მას 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ნაშრომად აქცევს.

ანიმაციის მიმართ მოლოდინები ძალიან დიდია და იმედია ნაშრომი მათ გამართლებას შეძლებს და პიქსარს ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება. კინოსტუდიის პირველმა ნამუშევარმა მიმდინარე წელს დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა კორონავირუსის გამო მოლოდინთან შედარებით გაცილებით მცირე შემოსავალი ნახა. იმედია პანდემია ახალი ანიმაციის გაქირავებასაც არ შეუშლის. ხელს. “სული” კინოთეატრებში 19 ივნისიდან გამოჩნდება.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!