მსახიობები რომლებმაც ოსკარის ნომინაცია ბავშვობაშივე მოიპოვეს

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ოსკარი უკვე დიდი ხანია რაც ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ იქცა კინოინდუსტრიაში. ალბათ არ მოიძებნება მსახიობი რომელიც ოკსარის ნომინაციაზე არ ოცნებობს. ამაზე ოსკაროსანი ქეით უინსლეტის სიტყვებიც მეტყველებს რომელმაც ოსკარი 33 წლის ასაკში მოიპოვა, მაგრამ მანამ დიდი ხნის განმავლობაში აბაზანაში ამბობდა “საოსკარო სიტყვას”. მიუხედავად ამისა არიან ისეთი მსახიობებიც რომლებსაც საამისოდ დიდი ლოდინი არ დასჭირდათ, ისინი ხომ ოსკარის ცერემონიაზე ბავშვობაშივე აღმოჩნდნენ.

წარმოგიდგენთ იმ მსახიობების ჩამონათვალს რომლებმაც ოსკარის ნომინაცია ძალიან პატარა ასაკშივე მოიპოვეს და ცერემონიაზე ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში წარსდგნენ.

ჯოდი ფოსტერი, 14 წლის

ოსკარის ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი

ფილმისთვის:ტაქსის მძღოლი” (1976)

ჯოდი ფოსტერმა ოსკარის პირველი ნომინაცია სულ რაღაც 14 წლის ასაკში მოიპოვა “ტაქსის მძღოლში” შესრულებული არასრულწლოვანი მეძავის როლისათვის. სამწუხაროდ მსახიობი მხოლოდ ნომინაციას დასჯერდა და ჯილდოს მოპოვება ვერ შეძლო.

ჰაილი სტეინფელდი, 14 წლის

ოსკარის ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი

ფილმისთვის:სულის სიმტკიცე” (2010)

დღეს ამ ახალგაზრდა მსახიობს ყველა იცნობს, მაგრამ 2011 წელს როცა პირველი ოსკარის ნომინაცია მოიპოვა “სულის სიმტკიცეში” შესრულებული როლისთვის, ის ასეთი პოპულარული არ ყოფილა. ფილმმა 10 ნომინაცია მოიპოვა მაგრამ ყველასდა გასაკვირად გამარჯვება ვერც ერთ ნომინაციაში ვერ შეძლო.

ჰელი ჯოელ ოსმენტი, 11 წლის

ოსკარის ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი

ფილმისთვის:მეექვსე გრძნობა” (1999)

მიუხედავად მისი უდავოდ გამორჩეული შესრულებისა ფილმში “მეექვსე გრძნობა” ახალგაზრდა მსახიობმა ოსკარის მოპოვება მაინც ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, მსახიობი კინოს ისტორიაში უდავოდ შევიდა. მისი ცნობილი ფრაზა “მე ვხედავ მკვდარ ხალხს” ალბათ ცოტას თუ არ გაუგია.

ქეიშა ჰი, 13 წლის

ოსკარის ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი ქალი

ფილმისთვის:ვეშაპზე ამხედრებული” (2002)

2004 წელს ფილმმა “ვეშაპზე ამხედრებული” მხოლოდ ერთი ნომინაციის მოპოვება შეძლო – მისი 13 წლის მსახიობი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე იყო წარსდგენილი. ქეიშამ გამარჯვება მეტად გამოცდილ შარლიზ ტერონს დაუთმო.

ჯასტინ ჰენრი, 8 წლის

ოსკარის ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი

ფილმისთვის:კრამერი კრამერის წინააღმდეგ

ფილმში შესრულებული როლისათვის ჯასტინი ყველა დროის ყველაზე პატარა მსახიობი გახდა ისტორიაში რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო, ნებისმიერ კატეგორიაში. წარმოიდგინეთ 8 წლის მსახიობი ოსკარზე. საბოლოოდ პატარა მსახიობმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

ტატუმ ო’ნილი, 10 წლის

ოსკარის ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი

ფილმისთვის: ქაღალდის მთვარე” (1973)

ამერიკელმა მსახიობმა ოსკარის მოგება პირველივე ცდაზე შეძლო. 1973 წელს ფილმ “ქაღალდის მთვარეში” შესრულებული როლისთვის ტატუმი ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი გახდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, კინემატოგრაფიაში ბევრი რამ შეიცვალა მაგრამ ტატუმის შედეგის გამეორება ვერავინ შეძლო.

ბრენდონ დე უაილდი, 11 წლის

ოსკარის ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი

ფილმისთვის:შეინი” (1953)

ბრენდონის კარიერა ძალიან წარმატებულად დაიწყო და ახალგაზრდა მსახიობმა ოსკარის ნომინაცია 11 წლის ასაკშივე მოიპოვა. ამის შემდეგ იყო რამოდენიმე როლი სატელევიზიო გადაცემებში. სამწუხაროდ, ბრენდონი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე