მატრიცა 4-ს ახალი მსახიობი დაემატა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

„მატრიცა“-ს ფრენჩაიზის მეოთხე ფილმზე აქტიური გადაღებები მიმდინარეობს. ძირითადი სამსახიობო ჯგუფი დებმა ვაჩოვსკებმა უკვე შეარჩიეს და როლებიც დაურიგეს. თუმცა, როგორც ჩანს გადაღების პროცესში კიდევ დასჭირდათ მსახიობის დამატება.

მატრიცა 4-ს შეუერთდება მსახიობი – ელენ ჰოლმანი.

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვის როლს შეასრულებს ახალგაზრდა ამომავალი კინოვარსკვლავი.

ელენ ჰოლმანი არ არის ცნობილი თავისი ფილმოგრაფიით, თუმცა მას საკმაო გამოცდილება მოუგროვდა ტელევიზიაში მუშაობისა, მის ცნობილ სატელევიზიო როლებს მიეკუთვნება “NCIS: New Orleans”, სადაც იგი დაქირავებულ მკვლელს თამაშობს,  სერიალი „Six” და „9-1-1“, ასევე ჰოლმანი სერიალ “Spartacus”-ის მეორე და მესამე სეზონის სერიებში.

შეგახსენებთ, მატრიცა 4-ის მთავარ როლებში არიან მსახიობები კიანუ რივზი, ქერი-ენ მოსი, ჯადა პინკეტ-სმითი და ლამბერტ ვილსონი, რომლებიც უბრუნდებიან თავ-თავიანთ როლებს, ასევე ახალი პერსონაჟების განსასახიერებლად ნილ პატრიკ ჰარისი, იაჰია აბდულ-მატენი და პრიანკა ჩოპრა.

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: ნიკა ბილანიშვილი

გაუზიარე მეგობრებს!