დენიელ კრეიგი სუპერგმირის როლზე ოცნობებს?!

სიახლეები

თანამედროვე კინოსამყაროში დანიელ კრეიგი ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება. ის პოპულარობას 2006 წლიდან მოყოლებული არ თმობს, როდესაც ჯეიმს ბონდის როლი პირველად მოირგო ფილმში “კაზინო როიალი“. მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ფრენჩაიზი პოპულარობას კვლავაც ინარჩუნებს, მიმდინარე წელს კი მაყურებელი კინოთეატრებში მის კიდევ ერთ გაგრძელებას, “სიკვდილის დრო არ არის” იხილავს, ასე რომ დენიელის პოპულარობა ალბათ ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ჩაცხრება.

ყველაფერის ამის შემდეგ კი როდესაც მას ჯეიმს ბონდის როლზე და მის ბავშვობის ოცნებებზე ჰკითხეს, მსახიობმა ჟურნალისტებს საკმაოდ მოულოდნელი პასუხი გასცა:

“ხალხი ყოველთვის მეკითხება – “ალბათ ბავშვობაში ჯეიმს ბონდის როლზე ოცნებობდით”. პასუხია არა. ამაზე არასდროს მიოცნებია”.

კრეიგმა “Yahoo! Movies”-სთან საუბრისას განაცხადა რომ სხვა ბავშვების მსგავსად რომელიმე ფანტასტიკური პერსონაჟის ან საერთოდაც კოვბოის როლზე ოცნებობდა. მან ასევე საყვარელი სუპერგმირების ვინაობაც გაამხილა:

“ალბათ ყველაფერზე ვოცნებობდი – სუპერმენობაზე, ადამიან-ობობაზე თუ უჩინარ კაცზე, კოვბოობაზეც კი მაგრამ ბონდის როლზე არასდროს მიოცნებია რაც ახლა ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს”.

რა თქმა უნდა დენიელი არჩევანს არ ნანობს და არც მის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს უჩივის, მიუხედავად იმისა რომ მან საკუთარი თავი განსხვავებული პერსონაჟის როლზე იპოვა:

“ძალიან გამიმართლა, მე ხომ კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო როლი მოვირგე. ჯეიმს ბონდის როლის შესრულებას არანაირი უარყოფითი მხარე არ ჰქონია”.

საბოლოო ჯამში, ალბათ დანიელ კრეიგის განცხადებაში უცნაური არაფერია. სუპერგმირებს უკვე დიდი ხანია ჩვენს ყოველდღიურობასა და კულტურაში დიდი როლი უკავიათ ამიტომ გასაკვირი არ არის რომ პატარაობაში მსახიობს ნიღბის მორგება ან ხელიდან ქსელების გამოშვება სურდა.

აქვე უნდა დავამატოთ რომ ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა ბრიტანელი მსახიობების რაოდენობა რომლებმაც სუპერგმირების როლი მოირგეს. ბოლოს ასეთი ჰენრი კევილი იყო რომელმაც როლი სერიალ “მხედვარში” მოირგო, მანამ კი იყო ტომ ჰოლანდი და მისი “ადამიანი-ობობა“. უახლოეს მომავალში მათ სიას სავარაუდოდ რობერტ პატინსონიც შეუერთდება რომელიც როლს ახალ “ბეტმენში” მიიღებს. ასე რომ, ალბათ მომავალში არც დანიელ კრეიგის ბავშვობის ოცნების ახდენა უნდა გაგვიკვირდეს.

ისეთი ეპიკური როლის შესრულების შემდეგ როგორიც ჯეიმს ბონდია ალბათ კრეიგის განსხვავებულ ამპულაში წარმოდგენა ცოტა ძნელი იქნება, ის ხომ ბონდის როლს უკვე 14 წელია ასრულებს, თუმცა მან დაამტკიცა რომ საიდუმლო აგენტის გარდა სხვა როლების იგივე წარმატებით მორგებაც შეუძლია. დანიელმა როლები ფილმებში “ლოგანის იღბალი” და “მუქარა” შეასრულა, თანაც დიდი წარმატებით.

დასასრულს, იმის გათვალისწინებით რომ “მუქარის” რეჟისორი ფილმის სექველის გამოშვებასაც აპირებს, დანიელს ძალიან დატვირთული წელი ელის თუმცა წარმატებულ მსახიობს დისის ან მარველის შემოთავაზების ლოდინი კვლავაც შეუძლია. ვნახოთ როგორ განვითარდება მომავალი, მანამ კი შეგახსენებთ რომ ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის ნახვა კინოთეატრებში 25 ნოემბრიდან შეგიძლიათ.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე