5 ცნობილი მსახიობი რომელმაც ხელიდან დიდებული როლი გაუშვა

საინტერესო

მსახიობთა მხრიდან როლზე უარის თქმას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ყველაზე ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ გადამღები ჯგუფი და მსახიობი უბრალოდ დროს ვერ ათანხმებენ გადატვირთული გრაფიკის გამო. ასევე, ხშირად მსახიობები როლს იმიტომაც ვერ იღებენ, რომ მაყურებლისაგან ძალიან უარყოფით დამოკიდებულებას მოელიან.

წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ მსახიობს, რომლებმაც ეპიკური როლები ხელიდან გაუშვეს. წარმოგიდგენიათ, „ჯოკერის“ როლი რომ ლეონარდო დიკაბრიოს შეესრულებინა? ან ლედი გაგას ნაცვლად „ვარსკვლავის დაბადებაში“ როლი ბიონსეს მიეღო?

ტომ ჰარდი — ჯაფარი („ალადინი“, 2019)

რატომ ვერ მიიღო როლი: ფილმის რეჟისორი გაი რიჩი და ტომ ჰარდი ერთად „როკენროლასთვის“ მუშაობდნენ. რიჩს ძალიან უყვარდა ჰარდის შესრულება და მისი მიწვევა კიდევ ერთ ფილმში სურდა, თუმცა „ალადინის“ გადაღებამდე რეჟისორი უმეტესწილად დაბალბიუჯეტიან ფილმებს იღებდა და ამის გამო ცნობილი მსახიობის მიწვევა ვერ მოახერხა.

როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯაფარის როლი შეიძლებოდა ტომ ჰარდს შეესრულებინა, საზოგადოებისგან ძალიან ნეგატიური შეფასებები წამოვიდა, რამაც რეჟისორს გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა.

ვინ მიიღო როლი: საბოლოოდ როლი მარუან კენაზიმ მიიღო. გადამღები ჯგუფი საზოგადოების აზრს დაყვა და როლზე მსახიობი შეცვალა. კენაზი ისეთი ცნობილი მსახიობი არ არის როგორც ტომი, მაგრამ რამოდენიმე საკმაოდ წარმატებული პროექტი მასაც უმაგრებდა ზურგს, მაგალითად „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“. მაყურებლებს მის მიერ შესრულებული ჯაფარი ძალიან მოეწონათ.

ლეონარდო დიკაბრიო — ჯოკერი („ჯოკერი, 2019)

რატომ ვერ მიიღო როლი: ამის ძირითადი მიზეზი რეჟისორის ცვლილება იყო. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჯოკერის“ რეჟისორი მარტინ სკორსეზე უნდა ყოფილიყო, იმის გათვალისწინებით კი, თუ რამდენად ხშირად მუშაობს ლეონარდო სკორსეზესთან ერთად, ყველამ დაიწყო იმაზე ფიქრი რომ ჯოკერი სწორედ ლეონარდო იქნებოდა.

ვინ მიიღო როლი: საბოლოოდ როლი ხოაკინ ფენიქსმა მიიღო. მას შემდეგ რაც სკორსეზემ პროექტი დატოვა, ფილმის რეჟისორი ტოდ ფილიპსი გახდა. ცვლილების მიუხედავად, თავად სტუდიას როლზე კვლავაც ლეონარდო დიკაბრიოს მიწვევა სურდა, მაგრამ ტოდ ფილიპსმა როლზე მხოლოდ ფენიქსი ისურვა და სხვა არავინ.

რეჟისორი ფენიქსის ჯოკერის როლზე დაყოლიებას დაახლოებით სამი თვე ცდილობდა. მსახიობი ფიქრობდა, რომ ნამუშევარი კიდევ ერთი არაფრით გამორჩეული „სუპერგმირული“ ფილმი იქნებოდა. რეჟისორის განცხადებით, მან მსახიობისგან ზუსტი პასუხი გადაღებების დაწყების პროცესშიც კი არ იცოდა.

ემა სტოუნი — მეგი („პატარა ქალები“, 2019)

რატომ ვერ მიიღო როლი: ფილმის რეჟისორს, გრეტა გერვიგს მეგის როლზე სწორედ ემა სტოუნის ხილვა სურდა და როლზე თანხმობა თავად მსახიობმაც განაცხადა, მაგრამ მალე ემას კიდევ ერთი პროექტის, „ფავორიტის“ გადაღებები დაიწყო, რისთვისაც მსახიობს მსოფლიოს გარშემო უწევდა მოგზაურობა და ამიტომ ახალი პროექტისთვის დრო ფიზიკურად ვერ გამონახა.

ვინ მიიღო როლი: როლი ემა ვატსონმა მიიღო. პროექტიდან წასვლის გამო ემა სტოუნი მისმა მოსახელემ შეცვალა.

ხოაკინ ფენიქსი — კევინ კრომბი („გახლეჩილი“, 2016)

რატომ ვერ მიიღო როლი: ძირითადი მიზეზი მსახიობის მოუცლელობა იყო. თავდაპირველად ფილმის რეჟისორს, ნაით შიამალანს სურდა ფილმში მთავარი როლი ხოაკინ ფენიქსს შეესრულებინა. მათ უკვე ჰქონდათ ერთად შექმნილი ორი პროექტი: „ნიშნები“ და „სოფელი“. სამწუხაროდ, ხოაკინმა პროექტი დატოვა და მიზეზად მისი მოუცლელობა დაასახელა.

ვინ მიიღო როლი: ჯეიმს მაკევოი. წინამორბედის მსგავსად, ჯეიმსსაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მაგრამ მან დროის გამონახა მოახერხა. საბოლოოდ რეჟისორი არჩევანით ძალიან კმაყოფილი დარჩა და განაცხადა კიდეც, რომ როლისთვის მაკევოი იდეალური არჩევანი იყო.

ბიონსე — ელი („ვარსკვლავის დაბადება“, 2018)

რატომ ვერ მიიღო როლი: ცნობილ მომღერალზე ფილმი კლინტ ესტვუდს უნდა გადაეღო, მას კი მთავარ როლში ბიონსეს ნახვა სურდა. როლზე თანხმობა თავად ბიონსემაც განაცხადა, მაგრამ გადაღებები მისი ორსულობის გამო გადაიდო. მომღერალმა დრო შვილის გაჩენის შემდეგაც ვერ გამონახა და საბოლოოდ პროექტი დატოვა.

ვინ მიიღო როლი: როლი ლედი გაგამ მოირგო. თავდაპირველად, ბრედლი კუპერი მხოლოდ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მან რეჟისორის როლიც მოირგო. საბოლოოდ, დაკისრებული მოვალეობა ორივემ იდეალურად შეასრულა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე