კორონა ვირუსის გამო,„ფორსაჟ 9“-ის პრემიერამ ერთ წლით გადაიწია

სიახლეები

სტუდია Universal-მა „ფროსაჟ 9“-ის პრემიერა 2020 წლის 20 მაისიდან, 2021 წლის 2 აპრილამდე გადაიტანა. ეს ყველაფერი ახალი კორონა ვირუსმა ( Covid-19)  განაპირობა, რომელმაც დღევანდელი ინფორმაციით, კინო ინდუსტრიას 5 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.

პრემიერის ახალი თარიღი ვინ დიზელმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ ჩვენ ვგრძნობთ თქვენს, ჩვენდამი სიყვარულს და სურვილს თუ როგორ გსურთ ჩვენი საგის ახალი ნაწილის ყურება  – წერს მსახიობი. – ამიტომ ჩვენთვის გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ამბავი უნდა გაცნობოთ, ჩვენ იძულებულები ვართ ფილმის პრემიერა გადავიტანოთ.  ნათელია, რომ ფანების უმეტესობა ვირუსების გამო პრემიერაზე მისვლას ვერ მოახერხებს, ამიტომ პრემიერა 2021 წლის აპრილამდე გადაიდება, რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლის ჩვენ მაყურებლის ჯანმრთელობა უფრო გვადარდებს“.

Universal-ის გადაწყვეტილება ცოტა მოულოდნელიც კია რადგან, ახლახანს ვინ დიზელი მაყურებელს არწმუნებდა ,რომ საშიში პანდემიის მიხედავად, ფილმის პრემიერა არ გადაიდებოდა.

„ფორსაჟი 9“ არ არის ერთადერთი ფილმი რომლის პრემიერაც პანდემიის გამო გადაიდო. იქამდე Paramount-მა გადაიტანა „ჩუმი ადგილი 2“, Universal-ის ადაწყვეტილებით ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმი „სიკვდილის დრო არ არის“, პრემიერა 9 აპრილიდან – 25 ნოემბერამდე გადაიწია, ხოლო საოჯახო ფილმმა „ კურდღელი პიტერი 2“ -ს, მაყურებელი დიდ ეკრანზე 7 აგვისტოს მაგივრად 3 აპრილს იხილავს.

უყურეთფილმებსქართულად, საუკეთესომრავალხმიანიგახმოვანებითMovie.Ge-ზე

მასალის ავტორი: გელა კოჩიევი