ფილმები საგაზაფხულო განწყობისთვის

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

იმისათვის, რომ უკვე ამაღლებული საგაზაფხულო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლოთ, გთავაზობთ იმ ფილმთა კრებულს, რომლებიც სიყვარულის, დაუვიწყარი თავგადასავლებისა და პოზიტივით სავსე სამყაროში აღმოგაჩენთ.

,,საუზმე ტიფანისთან“
კინემატოგრაფიის სამყაროს გარანტირებული კლასიკა, ჰოლივუდის 60-იანი წლების ატმოსფერო და უბრალოდ მშვენიერი ფილმი, რომელიც ნებისმიერი ახალი თაობის მაყურებლის გულებსაც კი აუცილებლად დაიპყრობს. ფილმის მთავარი დეკორაცია – ოდრი ჰეპბერნია, მისი მხიარული, ცნობისმოყვარე, სიცოცხლით სავსე და კეკლუცი გოგონას იმიჯის მორგება, თითქმის ყველა ახალგაზრდა ქალბატონს სურს. ნიუ-იორკული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა მდიდარ საქმროზე მონადირე ჰოლიმ ბედნიერება, მისი მწერალი მეზობლის მკლავებში. ამ ფილმის შემდეგ, თქვენს თავში შესაძლოა დიდხანს იტრიალოს სიმღერა – ,,Moon River“-მა და კატის ყოლის სურვილიც კი გაგიჩნდეთ.

,,ლა ლა ლენდი“

ჰოლივუდის ვუნდერკინდის – დეიმან შაზელის სენსაციური მიუზიკლი, რომლის ყოველი ახალი ფილმი გარდაუვალ, დიდ მოვლენად იქცევა. ახალგაზრდობის შემოქმედებითი ოცნებები აქ ლოს-ანჯელესის ორი გამარჯვებულის სიყვარულის პრიზმით არის ნაჩვენები. მათ თამაშობენ რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი. თუ თავდაპირველად მათი დუეტი ეჭვს იწვევს, შემდეგ პირიქით, ჩვენზე მძაფრად აისახება მათი ინდივიდუალიზმი. შაზელმა მიუზიკლს, ამერიკულ უძველეს ჟანრს, მისთვის ძველებური დამახასიათებელი სიკაშკაშე და ფანტასტიკური სიმსუბუქე დაუბრუნა, მან ასევე დაამტკიცა, რომ მხოლოდ განსაკუთრებული სპეცეფექტებით ვერ შექმნი ეკრანზე ახალგაზრდობისა და ამბიციების მშვენიერი დღესასწაულის ატმოსფეროს. ეს ფილმი მარტივად შეიძლება გავაიგივოთ ,,Singing in the Rain“-სა და ,,Cherbourg Umbrellas“-სთან, მათში ერთი და იგივე განწყობა სუფევს.

,,სტაჟიორი“

ეს მელოდრამა ჩვენს გულებს არასტანდარტული ეკრანული წყვილით იპყრობს – რობერტ დე ნირო და ენ ჰეთუეი. არა – ფილმი არ არის სიყვარულზე, არამედ 70 წლის პენსიონერსა და მის უფროსზე, რომელიც ქალთა ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვებით არის დაკავებული. ეს ფილმი ადიდებს ადამიანთა ურთიერთობების ღირებულებებს და გვაჩვენებს იმას, თუ როგორ შეუძლია ძველი და ახალი თაობის შემოქმედებით კავშირს, ყველაზე მოულოდნელი შედეგებიც კი მოიტანოს. მით უმეტეს, თუ ადამიანი მზად არის ცვლილებებისათვის და წინსვლისთვის, თუნდაც ნებისმიერ ასაკში.

,,შუაღამე პარიზში“

შეიძლება ეს ვუდი ალენის ერთ-ერთი ყველაზე პირადული ფილმია. უიმედო ქალაქელი რომანტიკოსი – გილი (ოუენ ვილსონი) პარიზის ქუჩებში სეირნობს და მოულოდნელად, იგი წარსულში ხვდება. ერთი ღამით ის, იმ ადამიანთა წრეში აღმოჩნდება, როგორიცაა – ჰემინგუეი და პიკასო, ხვდება ფიცჯერალდის წყვილს და ბრწყინვალე გერტრუდ სტაინს. 1920-იანი წლების მხატვრები, მწერლები და პარიზის სხვა ბოჰემური ნიმუშები მასში აღფრთოვანებას იწვევენ და ზოგჯერ დამთრგუნველსაც. ეს ვუდი ალენის ჰაეროვანი, ლირიკული და ინტელექტუალური ფანტაზიაა ადამიანის შესახებ, რომლის შინაგანი მარტოობა, წარმოსახვის უნარის ძალასთან ერთად, მის გარშემო არსებულ სამყაროს ახალი ფერებით ავსებს.

ფორესტ გამპი

ეს ფილმი სიცოცხლისადმი განსაკუთრებულად სწორ დამოკიდებულებას ქმნის. ფორესტ გამპი არის ალალი და კეთილი „სულელი“, რომელსაც წილად საოცარი მოვლენები და მძიმე განსაცდელები ხვდება. მისი ერთგვარი უცნაურობა, არამარტო ხელს არ უშლის, არამედ პირიქით ეხმარება მას მრავალი ცხოვრების გასატარებლად, გადაიტანოს ომი, გახდეს ცნობილი ადამიანი და გამოიმუშავოს მილიარდები. ყოველივე ამის შემდეგ, როგორც ყველამ, ვინც უკვე ბევრჯერ უყურა ამ აბსოლუტურად პოპულარულ ფილმს, იცის: “ცხოვრება არის შოკოლადის ყუთი, თქვენ არასოდეს იცით რომელს აიღებთ”. განსაკუთრებით, თუ ყველაფერს გადახედავთ, რაც ხდება ფორესტ გამპის ფართო ღია თვალებით, რომლის როლიც – ტომ ჰენკმა ბრწყინვალედ შეასრულა, რისთვისაც, სხვათა შორის, მან მიიღო თავისი პირველი ოსკარი.

,,1+1”

კარგი კინოს ჭეშმარიტი დამფასებლები ნამდვილად უპირატესობას ანიჭებენ ამ ორიგინალურ კომედიას, ვიდრე მის ჰოლივუდურ 2018 წლის რიმეიქს. თუნდაც, რომ ის ბრაიან კრინსონსის მონაწიელობით იყო. ფრანგულ ფილმში მეტი ბუნებრიობა, სიციცხლე და სიმარტივეა, იუმორი კი შესამჩნევად დახვეწილია და, შესაძლოა სწორედ ამიტომ, მან შეაგროვა აუდიტორიის სიმპათიის ყველა წარმოდგენილი პრიზი მთელს მსოფლიოში. ისტორია მდიდარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არისტოკრატისა და ხალხისგან უბრალო შავკანიანი ბიჭის მოულოდნელ მეგობრობაზეა, რომელიც მასთან სამსახურს დამხამრედ იწყებს, ფილმი ემყარება რეალურ ამბავს. ამ ნამდვილ ამბავს შეუძლია ნებისმიერი ადამიანი ოპტიმიზმით აავსოს.

“შეყვარებული მომავლიდან

დიახ, თითქმის არცერთი ღირებული “რომკომი” ვერ იქნება ჯადოქრობისა და შემთხვევითობის გარეშე. ამ ფილმში მონაწილეობს ყმაწვილი, დონალ გლისონი, რომელიც ცნობილია გენერლის როლით ტრილოგიიდან “ვარსკვვლავური ომები. იგი დაჯილდოებულია დროის გადახვევის ნიჭით. ამიტომ, როდესაც ის ხვდება თავის საოცნებო გოგონას (რეიჩელ მაკადამს), მაშინ უჩნდება იმის სურვილი რომ, სურვილი, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთოს, მაგრამ პროცესში ცოტათი გადაუხვევს მთავარ მისიასას. ამ ფილმის რეჟისიორი არის რიჩარდ კიორტისი, მას აქვს დაწერილი სცენარები ისეთი ცნობილი სასიყვარულო კომედიებისათვის, როგორებიცაა: ,,ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“, ,,ნოთინგ ჰილი“ მისივე დადგმულია ცნობილი ,,რეალური სიყვარული“.

“ამომავალი მთვარის სამეფო

რთულია წარმოიდგინო, როგორ შეიძლება აღელდეს ცხოვრება ახალი ინგლისის პატარა კუნძულზე. ობოლი ბოისკაუტი სემ შაკასკი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ლამაზმანი სიუზი ბიშოპი, გადაწყვეტენ გაექცნენ მშობლებს, ერთფეროვნებასა და მობეზრებულ ყოველდღიურობას. მათი შექსპირული გადაწყვეტილება იმდენად აოცებს საზოგადოებას, რომ მათ გულებში აღვიძებს სასიყვარულო მექანიზმებს, რომლებიც მიიყვანენ მათ ცხოვრების ცვლილებებთან. ეს, სტილიზირებული რეტრო-კომედია, ალბათ უეს ანდერსონის(რეჟისიორი) საუკეთესო ქმნილებაა.

უყურეთ ფილმებს ქართულად, საუკეთესო მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე.


მასალის ავტორი ნინო ცქვიტინიძე