ათი ფილმი განწყობის გასაუმჯობესებლად

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

თუ სახლში აპირებთ დარჩენას და გინდათ ნახოთ ფილმი, მშვიდი, წყნარი, რბილი და გასართობი, სწორი სტატია აგირჩევიათ.

გთავაზობთ 10 ფილმს რომელიც გამოგისწორებთ გუნებას და სასიამოვნოდ გაგაყვანინებთ დროს.

10. ტენენბაუმების ოჯახი

ძალიან თბილი და სასაცილო კომედია ტენენბაუმების ოჯახზე. მოხუცი მამა გაუცხოებულია თავის ყოფილ მეუღლესთან და სამ შვილთან. იმისათვის, რომ მან ისევ დაიმეგობროს ისინი, ატყუებს თითქოს უკურნებელი სენი სჭირდეს და ბოლო დღეებს ითვლიდეს.

9. იბრწყინე

პიანისტ დევიდ ჰელფგოფის ისტორია, თუ როგორ გახდა ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი და როგორ დაამარცხა ნერვული აშლილობა სიყვარულის დახმარებით.

8. შრეკი

შრეკი და ვირი ლორდთან მიდიან საჩივრად, მათ ჭაობში ცხოველები შესახლდნენ და იქიდან აღარ გამოდიან. იმისათვის, რომ ლორდმა მოთხოვნა შეუსრულოს, მეგობრები პრინცესა ფიონას დრაკონისგან დასახსნელად მიდიან.

7. ზაზუნას დღე

ფანტასტიკური სასიყვარულო-კომედია ზაზუნას დღე.
ამინდის პროგნოზის წამყვანი ახალ პროდუსერთან, რიტასთან ერთად მიდის ამერიკის პატარა ქალაქში, სადაც ზაზუნას დღეს აღნიშნავენ. მთავარი გმირი მეორე დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ისევ ზაზუნას დღეა. იგი ზაზუნას დღეს თავს ვერ დააღწევს სანამ ნამდვილი ჯენტლმენი არ გახდება.

6. დიდი ლებოვსკი

ზარმაცი და უპასუხისმგებლო “ჯიგარი” თავს ამოყოფს უცნაურ კრიმინალურ სქემაში, რომელშიც გარეულია მისი მოგვარე მილიონერი დიდი ლებოვსკი, მისი საყვარელი ქალის ფეხის თითი, ნიჰილისტი კრიმინალები და “ჯიგარის” ებრაელი მეგობარი, ვოლტერ სობჩაკი.

5. აგენტი 117: ქაირო

ანგეტი 007-ის ფრანგული პაროდია.
ფრანგი ჯაშუში ქაიროში ჩადის სპეციალურ მისიაზე, სადაც ყოფილ მეგობარს, წესით გარდაცვლილ ჯორჯს უპირისპირდება.

4. შონი ზომბებზე მონადირე

შონი უბრალო მაღაზიის თანამშრომელია, რომელიც ზომბების შემოსევის დროს ცდილობს გადაარჩინოს დედა, მამობილი, მეგობრები და საყვარელი ქალი.

3. ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა

ტკბილი და გემრიელი კომედია უცნაური შოკოლადის ქარხნის მფლობელის, ვილი ვონკას შესახებ.

2. სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი

გოგონა პარკში კითხულობს წიგნს, რომელშიც მწერალი ყვება ისტორიას, თუ როგორ უამბო ზერო მუსტაფამ ცხოვრების თავგადასავლები სასტუმრო გრანდ ბუდაპესთში.

1. თრუმენის შოუ

თრუმენის შოუ, მთავარი გმირი თრუმენ ბურბენკი.
თრუმენი რეალითი შოუში დაიბადა. პირველივე დღეებიდან მას გადაცემაში იღებენ, რომელსაც მის საპატივსაცემოდ თრუმენის შოუ ჰქვია. ულამაზეს ზღვისპირა ქალაქ სიჰევენში ყველაფერი მისთვის არის მოწყობილი, მსახიობები არიან დაქირავებული იმისთვის, რომ მისი მეუღლის, ან მეგობრის როლი ითამაშონ, ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიდის, მანამ, სანამ “ის” გამოჩნდება.

გაუზიარე მეგობრებს!