10 ახალი კომედია თქვენი განტვირთვისთვის

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

მალე Movie.Ge-ზე

ზოგჯერ ძალიან ძნელია კომედიური ფილმის შერჩევა. უმეტესწილად ისინი ძალიან მოსაწყენია და ხუმრობებიც ძალიან მოძველებული. თანაც, ერთხელ ნანახი კარგი კომედიის ხშირად ყურება და ერთი და იგივე ხუმრობების მოსმენა აღარაა სახალისო. ამიტომაც, გვსურს შემოგთავაზოთ ახალი კომედიური ფილმების კრებული, რომელებიც იმედგაცრუებულს არ დაგტოვებენ.

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო კომედიას, რომელიც ეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

  1. “განსაკუთრებულები”

ბრუნო და მალიკი უკვე 20 წელზე მეტია, რაც აუტიზმით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების აღმზრდელები არიან. ისინი თვლიან, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს სიყვარულს. იმისთვის, რომ ბავშვებს ახალი მეგობრების შეძენასა და უბრალოდ ცხოვრებასთან ადაპტაციაში დაეხმარონ, ისინი გადაწყვეტენ მათ გუნდურად დაყოფას. შედეგები ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

IMDb რეიტინგი — 7.6

2. „ჩემი შედევრი“

არტურო და რენზო უკვე დიდი ხანია რაც მეგობრები არიან. არტუროს გალერეა აქვს და ნახატებს ყიდის. რენზო ძალიან კარგ ნახატებს ხატავს, მაგრამ მარტოობა უყვარს და ფიქრობს, რომ გადახატული ნამუშევრები ნამდვილ ხელოვნებას არ განეკუთვნებიან. მაშინ, როდესაც რენზო პოპულარობას დაკარგავს, არტუროს ახსენდება, რომ ცნობილ ნახატებს სიკვდილის შემდეგ მეტად აფასებენ. ამიტომაც, იდეალურ გეგმას შეადგენს დიდი ფულის გამოსამუშავებლად.

IMDb რეიტინგი — 7.1

3. „100 მოსაწყენი დღე“

საუკეთესო მეგობრები ტონი და პოლი საკმაოდ მდიდრები არიან და მათ მოსწონთ სხვადასხვა რაღაცების ყიდვა. მათ ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა მოწყობილობები თუ აქსესუარები აქვთ, მაგრამ მათ სახლს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აკლია – თავისუფალი სივრცე. ერთ დღესაც ისინი სრულიად შიშვლები იღვიძებენ მათ აპარტამენტში, როდესაც ახსენდებათ – ისინი წინა ღამეს ბარში დანიძლავდნენ, რომ ნებისმიერი ყოველდღიური ნივთის გარეშე შეძლებდნენ ცხოვრებას. ახლა, მათი ყველა ნივთი სარდაფშია ჩაკეტილი, მათ კი ყოველ დღე მხოლოდ ერთი რამის დაბრუნება შეუძლიათ.

IMDb რეიტინგი — 7.1

4. „იდუმალი მკვლელობა“

ქორწინებიდან 15 წლისთავზე ნიკი და ოდრი გადაწყვეტენ ევროპაში სამოგზაუროდ წასვლას. ფრენისას ისინი ინგლისელ არისტოკრატს შეხვდებიან, რომელიც მათ საკუთარი ბიძის მდიდრულ იახტაზე დროის გასატარებლად დაპატიჟებს. იახტაზე მოგზაურობის დროს მკვლელობა მოხდება, ოდრი კი, რომელიც დეტექტიურ ისტორიებზე უბრალოდ გიჟდება, ქმართან ერთად მომხდარის გამოძიებას გადაწყვეტს.

IMDb რეიტინგი — 6.0

5. „ჭკვიანები“

ორმა ჭკუის კოლოფმა მეგობარმა სკოლის აბსოლუტურად ყველა წვეულება გამოტოვეს საიმისოდ, რომ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ სწავლა და ასეც მოხდა, მაგრამ ისინი აღმოაჩენენ რომ სწავლის გაგრძელება მათმა კლასელებმაც შეძლეს, რომლებიც ყოველ ღამე წვეულებას აწყობდნენ. გოგოები ამით ძალიან იმედგაცრუებულები არიან და გადაწყვეტენ მთელი გართობა რაც ტყუილად გამოტოვეს ერთ ღამეში აინაზღაურონ.

IMDb რეიტინგი — 7.2

6. „ძვირფასო ელეანორ“

ორი 15 წლის მეგობარი ელი და მაქსი სახლიდან გაიქცევიან რათა მთელი ქვეყნის გარშემო იმოგზაურონ. მათ სურს იპოვონ ელეანორ რუზველტი, რათა ელის დედის უკანასკნელი ოცნება აასრულონ. მათ სურთ შეხვდნენ ქვეყნის პირველ ლედის.

IMDb რეიტინგი — 6.0

7. „ინტრიგის მეფეები“

ახალგაზრდა წყვილს სურს მიწის ნაკვეთის შეძენა, სადაც ამჟამად ოთხი მოხუცებული ცხოვრობს: რეჟისორი, სცენარისტი, მივიწყებული მსახიობი და მისი ქმარი რომელიც აგრეთვე მსახიობია. იმისათვის, რომ ისინი მიწის გაყიდვაზე დაითანხმონ, ახალგაზრდები მათ ფანებად მოაჩვენებენ თავს, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენენ თუ რაოდენ დიდი თავგადასავლები ელოდებათ ამ მოხუცებულ უჭკვიანეს ხალხთან.

IMDb რეიტინგი — 7.3

8. „დამშვიდობება“

ფილმი ახალბედა მწერლის – ბილის და მისი დიდი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ბილის ბებია სასიკვდილოდ ავადაა. მათი მეზობლები გადაწყვეტენ მას ეს ამბავი დაუმალონ რათა მოხუცმა უკანასკნელი დღეები სიმშვიდეში გაატაროს. ბილის ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას, მაშინ როდესაც ყველა ნათესავი მისი ძმის ქორწილისათვის ემზადება, რაც სინამდვილეში მისი ბებიის უკანასკნელად ნახვისთვის უბრალო საბაბი გამოდგება. ბებია ნაი ნაი ძალიან ბედნიერია და წარმოდგენა არ აქვს რას განიცდის მისი შვილიშვილი.

IMDb რეიტინგი — 7.7

9. „სლოკინა“

ნაინა მათურის ბავშვობიდან მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა, მას სურდა რომ მასწავლებელი გამხდარიყო. მისი მოსწავლეები მას დასცინიან, დირექტორებს მისი აყვანა არ სურს, დედამისი კი ცდილობს მისი მიზანი და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. მიუხედავად ყველაფრისა, ნაინა არ ნებდება და იმას იღებს რაც ყოველთვის სურდა. ის ძალიან ელიტარულ სკოლაში დაიწყებს მასწავლებლად მუშაობას.

IMDb რეიტინგი — 7.5

 10. „ორი ნახვით შეყვარება“

რაფაელი და ოლივია ერთმანეთს კოლეჯში შეხვდნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ, სანამ რაფაელი კარიერაზე მეტად გადაერთო. ახლა ის ოლივიას ნაკლებ ყურადღებას უთმობს და უფრო და უფრო მეტს მუშაობს, თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება. ახლა ოლივია ცნობილი მხატვარია, რომელსაც ქმრის შესახებ აღარაფერი ახსოვს, რაფაელი კი უბრალო მასწავლებელია სკოლაში, რომელსაც სიყვარულის უკან დაბრუნება სურს.

IMDb რეიტინგი — 7.1

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რომელი ფილმის ყურებას აპირებთ?

უყურეთ ფილმებს ქართულად, საუკეთესო მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: ოთარ ვახტანგაშვილი