ტომ ჰოლანდმა აღიარა, რომ გადაღებებიდან რეკვიზიტებს იპარავდა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

BBC Radio 1 -ის ინტერვიუსთან ტომ ჰოლანდმა აღიარა, რომ გადადღებების შემდეგ რეგულარულად იპარავდა სხვადასხვა რეკვიზიტებს. მსახიობის თქმით, მისი სახლი მუზეუმივითაა.

როგორც მსახიობი ყვება მას სახლში ადამიანი ობობის ვებ-შუთერების კომპლექტი აქვს(მოწყობილობა რომლის საშუალებითაც ქსელს უშვებს), ასევე ყველასთვის ცნობილი ტონი სტარკის სათვალეები. ამ ყველაფერთას ერთად მან ერთხელ მთლიანი კოსტიუმის წაღებაც სცადა – „ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, გამოხვიდე სცენიდან ადამიანი ობობის კოსტიუმში გამოწყობილი“.

გთავაზობთ ინტერვიუს:

ტომ ჰოლანდი არაა ერთადერთი ადამიანი რომელიც Marvel-ის კინოსამყაროს რეკვიზიტებს „იპარავს“.

  • კრის ჰემსვორტმა მინიმუმ შვიდი ურო მიისაკუთრა. მსახიობი ამბობს, რომ როდესაც ამაში გამოტყდა მეტად რთული გახდა რომელიმე რეკვიზიტის წაღება.
  • კრის პრატტმა ვარსკვლავური ლორდის ჩაფხუტი და ქურთუკი მიისაკუთრა ასევე კიდევ რამოდენიმე ატრიბუტი. მისი თქმით ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ იმიტომ ,რომ თავისუფალ დროს, კოსტიუმში გამოწყობილი ეწიოს დაავადებულ ბავშვებს.
  • ჩედვიკ ბუზმანის სახლში ინახება „შავი პანტერის“ ყელსაბამი და კიმოის სამაჯური.

რაც შეეხება ტომ ჰოლანდს და მის თანამშრომლობას Marvel-თან – ის დაგვიბრუნდება „ადამიანი ობობა 3“ში, რომლის გადაღებებიც ივლისში იგეგმება. გადაღებები განხორციელდება ატლანტაში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში და ისლანდიაში. პროექტის სიუჟეტი ამ დროისთვის უცნობია.

უყურეთ ფილმებს ქართულად, საუკეთესო მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე – Spidar-Man

მასალის ავტორი: გელა კოჩიევი