ტომ ჰენკსი კორონა ვირუსით დაავადდა

სიახლეები

„თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“ – მსახიობი ტომ ჰენკსი სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მას და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. წყვილი ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფებიან.

მედიის ცნობით, მსახიობი და მისი მეუღლე ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ახალი ფილმის გადაღებისთვის იმყოფებიან. ტომ ჰენკსი ახალ ფილმში, ელვის პრესლის მენეჯერ ტომ პარკერის როლს ასრულებს.