Netflix-მა გამოაქვეყნა სერიალ „მხედვარის“, მეორე სეზონში მონაწილე მსახიობები და მათი როლები.

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

Netflix-მა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა, სერიალ „მეხდვარის“ მეორე სოზონში დამატებული პერსონაჟები და თუ ვინ შეასრულებენ როლებს.

„კონტინეტი კიდევ უფრო დიდი გახდა“ აქვეყნებენ Twitter-ზე და აი მეორე სეზონში დამატებული ახალი მსახიობები და მათი პერსონაჟებიც.

  • იასენ ატორი – კოენი
  • აგნეს ბრუკნერი – ვერენა
  • პოლ ბულონი – ლამბერტი
  • კრისტოფერ ხივიუ – ნიველენა
  • ტუე ერსტედ რასმუსენი – ესკელი
  • აიშა ფარენ როსსი – ლიდია
  • მესია სიმსონი – ფრანჩესკა

ამასთან ერთად ინგლისში აქტიურად მიმდინარეობს მეორე სეზონის გადაღებები, რაც ტომ კენტონმა დაადასტურა (პირველ სეზონში ის ელფების მეფის „ფილავანდრელის“ როლს თამაშობდა).

ნიველენი

ნიველენი – ყოფილი ყაჩაღია რომელიც, სიკვდილის პირას მყოფმა ჯადოქარმა დაწყევლა, რის შედეგადაც ბეწვიან ურჩხულად გადაიქცა. ის დიდი დროის განმავლობაში ცხოვრობდა განმარტოებით და ეძებდა სიყვარულს რომელიც მას წყევლისგან იხსნიდა. საბოლოოდ კი მას გერალტი დაეხმარა.

ვერენა

ვერენა ვამპირია რომელსაც დაწყევლილი ყაჩაღი ნიველენი შეუყვარდა. თავდაპირველად ნიველენს ის ქალთევზა ეგონა მაგრამ, ღამე ვერენამ მისი სისხლის ჭამა დაიწყო. ეს ყვეალაფერი იქამდე გრძელდებოდა სანამ გერალტმა ის არ მოკლა. მისი სისხლი კი ნიველენს წყევლის მოხსნაში დაეხმარა.

ფრანჩესკა

სუფთა სისხლის ელფი ფრანჩესკა ფინდაბაირი – ის საკმაოდ ძლიერი ჯადოქარია. წიგნებში მას აღწერდნენ როგორც, კონტინენტის ყველაზე ლამაზ ქალს. ფრანჩესკას საკმაოდ დიდი ცოდნა აქვს, ის ფილავადრიტს ეხმარებოდა ერთ დროს ხოლო ახლა ის ყვავილების ველს განკარგავს.

ლამბერტი და ესკელი

როგორც გერალტი ეს ორიც – მხედვრები არიან, პროფესიონალი ურჩხულებზე მონადირეები. ლამბერტი ერთ-ერთი უკანასკნელია იმათგან ვინც მგლების სკოლის გამოცდა ჩააბარა, კაერ მორხენში და ბალახებით გამოცდა გადაიტანა – დაუნდობელი გადარჩევა, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც მხედვრის ძალა რამდენჯერმე იზრდება.  ესკელი – რომელიც ასევე მგლების სკოლას მიეკუთვნება, გერალტთან ერთად გადიოდა ზემოთ აღნიშნულ გამოცდას და არაფრით არ ჩამოუვარდება მას.

კოენი

მხედვარი გრიფონის სკოლიდან, რომელმაც ზამთარი კაერ მორხენში გაატარა, სადაც ცირი მას ხმლით ბრძოლაში ავარჯიშებდა.

ლიდია

პერსონაჟის გვარი სამწუხაროდ არაა ცნობილი მაგრამ დიდი ალბათბით ის ლიდია ვან ბრედებორტია – ჯადოქარი და ხელოვანი, ჯადოქარ ვილდეფორცის ასისტენტი. ლიდია მას ექსპერიმენტებში და უძველესი არტეფაქტების გამოკვლევაში ეხმარებოდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის შემდეგ მას ყელი დაუზიანდა და ხმა წაერთვა, დაზიანება კი რეგენერაციას არ ექვემდებარება, ამ ყველაფერს კი მისი უძლიერესი ტელეპათიური შესაძლებლობებით აკომპენსირებს.

სერიალ „მხედვარის“  მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი ამდროისთვის ცნობილი არაა მაგრამ, პროექტი ტელეეკრანებს 2021 წელს დაუბრუნდება.

უყურეთ ფილმებს ქართულად, საუკეთესო მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: გელა კოჩიევი