რა ზარალი მიაყენა კორონა ვირუსმა კინოინდუსტრიას

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

4 მარტს Universal Studios-მა და MGM-მა განაცხადეს პრემიერის ,,სიკვდილის დრო არ არის“ გადადების შესახებ. ამის მიზეზი კოროვირუსული ინფექციის, კოვიდ-19-ის გავრცელების რისკი გახდა. ახლა ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმი გამოვა არა 9 აპრილს, არამედ 2020 წლის 25 ნოემბერს.

2019 წელს გლობალურმა სალაროებმა 42.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომელიც რეკორდული მაჩვენებელია კინოინდუსტრიის ისტორიისთვის. მაგრამ, 2020 წელს, სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს: Covid-19-ის გავრცელების გამო, გადაღებები მთელ მსოფლიოში უქმდება, კინოთეატრები იკეტება და პოტენციურად მომგებიანი პროექტების პრემიერები იდება. ანალიტიკოსების ვარაუდით, კორონავირუსმა ინფექციამ, კინოინდრუსტიას უკვე 5 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა.

ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ აისახება Covid-19 ეპიდემია ამა თუ იმ ქვეყანაზე და კინოსთან დაკავშირებული, რომელი ღონისძიებები გადაიდო.

ჩინეთი

Covid-19-ის გავრცელების გამო, ჩინეთში 70 000 კინოთეატრი დაიკეტა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეპიდემიამ, გასულ წელთან შედარებით შემოსავლების დიდი ვარდნა გამოიწვია. 2020 წელს, ჩინური ახალი წლის აღნიშვნის დროს, 24 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, კინოთეატრებმა 4,2 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს, ხოლო 2019 წელს ამავე პერიოდში – 1.76 მილიარდი. ანალიტიკოსების აზრით, თებერვლის ბოლოს მთლიანმა ზარალმა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჯერჯერობით უცნობია თუ, როდის დაბრუნდება ჩინეთის კინობიზნესი თავის ჩვეულ მდგომარეობაში. როგორც ჩანს, კინოთეატრების მუშაობის რეჟიმი, უახლოეს დროში მკვეთრად არ შეიცვლება.

Variety-ის თანახმად, გახსნის ნებართვა შეიძლება მიიღონ მოედნებმა, რომელთა მფლობელები უნდა შეთანხმდნენ რიგ პირობებზე. კერძოდ, კინოთეატრებში მაყურებელი ერთმანეთისგან განცალკევებული უნდა იყოს, მინიმუმ ერთი რიგით, ხოლო სეანსის დასრულების შემდეგ, თითოეულ ვიზიტორს, დეზინფექციის გავლა მოეთხოვება. ფილმების წარმოება ასევე გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ გადამღებ გუნდში 50-ზე მეტი ადამიანი არ იქნება და თუ მათი სხეულების ტემპერატურა არ აღემატება 37.3 გრადუსს.

ჯერჯერობით, მთავარი ზიანი Covid-19-მა ადგილობრივ ფილმებს მიაყენა. წესების თანახმად, ჩინეთში ქირავდება დაახლოებით 35 უცხოური პროექტები. ეს კვოტა დაწესებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ისვე არ იძლევა უცხოური პროექტების რელიზის გამოშვებას წლის დასაწყისში, როდესაც ჩინეთი სადღესასწაულო სეზონის პერიოდშია.

The Hollywood Reporter-ის ცნობით, ჩინეთში გაუქმებული უცხოური ფილმების რიცხვი კვლავ იზრდება, სამომავლო კი, შესაძლოა ბუქერებს პრობლემები შეექმნათ ამდენი სურათის განთავსების გრაფიკში. ახლახან ჩინეთმა გადადო ბლოკბასტერების ,,სიკვდილის დრო არ არის“, ,,სონიკი კინოში“ და ,,მულანის“ გამოშვება. თავის რიგებს ელოდებიან – ,,ექიმ დუიტლის საოცარი მოგზაურობა“, ,,1919“, ,,პატარა ქალები“, ,,ქორწინების ამბავი“, ,,ჯოჯო კურდღელი“, ,,შავი ქვრივი“ და ,,ფორსაჟი-9“.

სამხრეთ კორეა

გასულ შაბათ-კვირას, კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,300-ს მიაღწია. დაინფიცირების შიშის გამო, პოტენციური მაყურებელს უფრო და უფრო მეტად ერიდება ხალხმრავალ ადგილებს. შედეგად, გასულ შაბათ-კვირას, სალაროების შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან – 80%-ით შემცირდა. ლიდერობა Universal and Blumhouse-ის საშინელებამ ,,უჩინარმა კაცმა“ შეინარჩუნა, მაგრამ მისმა შემოსავალმა მხოლოდ 1.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხრეთ კორეა მსოფლიოში რიგით მეხუთეა უმსხვილეს კინობაზართა შორის.

თუ შევადარებთ 2019-ისა და 2020 წლის თებერვალს, მაშინ წელს შემოსავლები 70%-ით დაეცა. გასულ წელს, მთელი თვის განმავლობაში ბილეთების გაყიდვამ 158 მილიონი დოლარი მოიტანა, წელს – 52 მილიონი დოლარი.

გარდა ამისა, CGV-ს უმსხვილესმა კინოთეატრმა დახურა მისი ცხრავე ფილიალი სამხრეთ კორეაში, ქვეყნის რიგით მეოთხე უდიდეს ქალაქ – დაეგუში, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ორი მესამედი ცხოვრობს. სხვა ქალაქებშიკი, CGV- მა სესიების რაოდენობა ორჯერ შეამცირა. ქსელის წარმომადგენლების თქმით, უსაფრთხოების მიზნით, კინოთეატრების თანამშრომლების ტემპერატურა, ყოველ დილით იზომება.

კინოთეატრების დახურვის გამო, მრავალი ფილმის პრემიერების შეწყვეტა ან, განუსაზღვრელი ვადით გადადება მოხდა. ასე რომ, პონ ჯონ-ჰოს „პარაზიტების“ შავ-თეთრი ვერსია არ გამოვა, სანამ ეპიდემია არ ჩაცხრება. CGV-ის წარმომადგენელი სალაროების ახლანდელ მდგომარეობას, 2009 წლის მდგომარეობას ადარებს, როდესაც სამხრეთ კორეის მოსახლეობის – 80 000-სი, ღორის გრიპით დაინფიცირდა

იაპონია

გასულ ორშაბათს იაპონიაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა 275-ზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, დაღუპულთა კი – 6. კინოთეატრში დასწრების რაოდენობა შემცირებას აგრძელებს. ანალიტიკოსების აზრით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კოლაფსი რეგიონში 10-15%-ს შეადგენს (ზუსტი მონაცემები ჯერ არ არსებობს). The Hollywood Reporter-თან საუბარში, ,,შოჩიუკის“ დისტრიბუტორი ამბობს, რომ მთავრობის რეკომენდაციით, იგი ფილმთან დაკავშირებული რეკლამირების გაუქმებას განიხილავს. მანამდე, კომპანიამ მაყურებლისთვის ხარჯების დაბრუნების შეთავაზება დაიწყო, რომლებმაც ბილეთები წინასწარ შეიძინეს. კიდევ ერთმა იაპონელმა ,,ტოჰოს“ დისტრიბუტორმა, გადადო ორი ნახატის პრემიერა – ანიმაციური ფილმი ,,Doraemon: The New Nobita Dinosaur“ და ორი დრამა ,,ატომური სამურაი“ კენ ვატანაბესთან ერთად. ორივე პროექტი მარტის დასაწყისში უნდა გამოსულიყო.

გასულ კვირას პრემიერ მინისტრმა – შინზო აბემ კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაუქმებას ან შემდეგი ორი კვირის განმავლობაში გადადებას მოუწოდა.

იტალია

ფილმ ,,მისია: შეუსრულებელიას“ მე-7 ნაწილის გადაღების გაუქმება იტალიისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის. ამჟამად ქვეყანამ კინოთეატრების დაახლოებით ნახევარი დახურა, რომლემიც ქვეყნის ყველაზე მომგებიან ნაწილში – ჩრდილოეთით მდებარეობენ. მთავრობა იმედოვნებს, რომ ამგვარად, ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას. ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირების 3000 შემთხვევა დაფიქსირდა, 100-ზე მეტი კი – დაიღუპა. ეპიდემიის შედეგად, კინოთეატრებში შემოსავალი 76% -ით შემცირდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აშშ

ამერიკის კინოთეატრებს მასიური დახურვა ჯერ არ ემუქრებათ. IndieWire-მა აღნიშნა რომ, თუ ეს პროცესი დაიწყება, სავარაუდოთ სხვა ინსტიტუტებიც, შეწყვეტენ მუშაობას: ეკლესიები, სკოლები, სპორტული სტადიონები და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთთან განსხვავებით, სადაც სახელმწიფომ ერთიანი გავლენა მოახდინა კინოსეანსებზე, ამერიკაში არ არსებობს ერთი კონკრეტული ორგანო, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იმოქმედოს ქვეყნის ყველა მოედნებზე ერთდროულად. თითოეულ შტატს აქვს თავისი კანონები, ასე რომ, თუკი დახურვა დაიწყება, იგი სავარაუდოთ გლობალური არ იქნება.

შეერთებული შტატების ისტორიაში, კინოს გაყინვის ყველაზე გახმაურებული მაგალითები ამინდის კატასტროფებთანაა დაკავშირებული. სხვა შემთხვევაში, კინო სხვადასხვა ტრაგედიის ფონზეც კი ხელმისაწვდომი რჩებოდა მაყურებლისთვის. ითვლებოდა, რომ კინოში სიარული აძლიერებს ერის მორალურ სულს. ასე რომ, ისინი მუშაობდნენ – მეორე მსოფლიო ომის დროს, ისევე როგორც კენედის მკვლელობას მომდევნო დღეებისა და 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ეს ტრადიცია შეიძლება გადაიხედოს, თუ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზრდება (2 მარტის მდგომარეობით), შეერთებულ შტატებში დაახლოებით 100-ზე მეტი ინფიცირებული და 6 პნევმონიით გარდაცვლილი ადამიანი დაფიქსირდა. მაგრამ ვინაიდან ამერიკა არ არის ისეთი ცენტრალიზებული, როგორც ჩინეთი, ქსელების დახურვა შესაძლოა გაიწელოს. თავის მხრივ, სტუდიებს შეუძლიათ მიბაძონ სხვა ქვეყნებს და დაიწყონ პრემიების გადატანა ზარალის თავიდან ასაცილებლად.

კორონავირუსის ეპიდემიამ შეიძლება ასევე იმოქმედოს ისეთ საქონელზე, როგორიცაა Toddler Yoda-ს სათამაშოების წარმოებასა და რეალიზაცია ,,მანდალორეცის“ სერიიდან, განაცხადა კომპანია ჰასბრომის წარმომადგენელმა. აღინიშნა, რომ დაავადების გავრცელებამ უკვე იმოქმედა პროდუქციის შექმნისა და პოპულარიზაციის უნარზე, რაც საბოლოოდ იმოქმედებს შემოსავალზე და ზოგადად ბიზნესზე.

სტრიმინგ-სერვისების წარმატება

ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობა საზოგადოებრივ ადგილებს თავს რიდებს, ყველაზე დიდ სარგებელი ამ სიტუციიდან ონლაინ კინოთეატრები სარგებლობენ, რომლებიც ფილმების ყურების საშუალებას საშუალებას სახლიდან გაუსვლელად გაძლევთ. ამრიგად, Netflix-ის აქციები, მიმდინარე წლის განმავლობაში 15%-ზე მეტით გაიზარდა ხოლო, კონკურენტი კომპანიის Amazon-ის – 4%-ით. კინოთეატრების დინამიკა ბირჟაზე კი – განსხვავებულია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრების უმსხვილესი ქსელის – AMC-ს აქციები წელს 15%-ით დაეცა.

Wall Street-ის ანალიტიკოსი დევიდ მილერი თვლის, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში, ნეტფლიქსის აუდიტორიის შემოდინება ყველა პროგნოზს დაამარცხებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სტრიმ-სერვისებს სავარაუდოთ, 7.5 მილიონი გამომწერი უნდა დაემატოს, რომელთაგან 500 ათასი იქნება შეერთებული შტატებიდან, 7 მილიონი კი სხვა ქვეყნებიდან. ნეტფლიქსის მოლოდინი კი, უფრო მოკრძალებულია – 7 მილიონი მაყურებელი.

რა გადაიდო კორონავირუსის გავრცელების გამო

Amazon-მა გააუქმა ,,Upload“ და ,,ისტორიები მარყუჟიდან“  ფესტივალ ,,სამხრეთიდან სამხრეთ-დასავლეთითის“ ფარგლებში (SXSW) 3 მარტის მდგომარეობით, ტეხასში, სადაც დაგეგმილი იყო ღონისძიებები, კოვიდ – 19-ის, 13 შემთხვევა დაფიქსირდა. მანამდე კორონავირუსი ამაზონის თანამშრომელს აღმოუჩნდა სიეტლშია. ამჟამად ის კარანტინში იმყოფება.

ასევე, Apple და Netflix არ მოხვდებიან SXSW-ში. პირველ სტრიმ-სერვისს სამი პროექტი ჰქონდა დაგეგმილი – დოკუმენტური ფილმების ,,The Beastie Boys“, ,,სპაიკ ჯონსი“, ანიმაციური სერიის ,,ცენტრალური პარკისა“ და დოკუმენტური სერიის ,,Home“-ს ჩვენება. მეორეს – დრამა ,,Uncorked“, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე დოკუმენტური პროექტი.

DC-ის გამომცემლობამ უარი განაცხადა ყველა კომიქსის პრეზენტაციაზე, რომელიც მარტის თვეში იყო დაგეგმილი. მათ მათ შორის ,,კომიკ კონისა“ და ,,სიეტლის“.

Monday Warner Bros-მა განაცხადა, რომ მულტფილმის – ,,სუპერმენი: წითელი შვილის“ პრემიერა 16 მარტს ნიუ იორკში აღარ გაიმართება.

ჟენევაში, 6 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კინოფესტივალი არ ჩატარდება. ინფორმაცია ახალი თარიღების შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება.

საერთაშორისო სატელევიზიო ბაზრის MIPTV და მე-3 კანის სერიალების ფესტივალი მიმდინარე წლის აპრილში, კანში არ ჩატარდება. ახლა Canneseries-სი – 9 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარდება.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოპორტალი, FILMART-ი რომელიც ყოველწლიურად ტარდება ჰონგ კონგში, წელს დაიწყება არა მარტში, არამედ 27 აგვისტოს.

თესალონიკის ბერძნული დოკუმენტური კინოფესტივალი, ზაფხულის დასაწყისისთვის გადაიდო. თავდაპირველად, ის 5-დან 15 მარტამდე უნდა ჩატარებულიყო.

იაპონიაში Universal-ის ფილიალი, 15 მარტამდე დაიხურება.

დისნეიმ უარი განაცხადა Disney +-ის ჩართვის საზეიმო ღონისძიების ჩატარებაზე დიდ ბრიტანეთში. სრიმინგ-მომსახურება 24 მარტიდან დაიწყება.

სტუდია Paramount-მა გააუქმა ,,მისია: შეუძლებელი 7-ის“ გადაღება. ის ვენეციაში სამი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო. ჯერჯერობით უცნობია, ეს გავლენას მოახდენს თუ არა ფილმის პრემიერაზე, რომელიც 2021 წლის 22 ივლისსაა დაგეგმილი.

Universal-მა და MGM-მა გადაიტანა 25-ე ,,ბონდის“ პრემიერა მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 25 ნოემბრამდე. ,,სიკვდილის დრო არ არის“ რელიზი მანამდე ჩინეთშიც გააუქმეს.

მასალის ავტორი ნინო ცქვიტინიძე