ჯონი დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ ბრუნდება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ჯონი დეპი შესაძლოა „კარიბის ზღვის მეკობრეებიის“ მეექვსე ნაწილში, კარგად ნაცნობი და ყველასთვის საყვარელი „ჯეკ ბეღურას“ როლში კიდევ ერთხელ ვიხილოთ.

თუ „We Got This Covered“-ს დავუჯერებთ, სასამართლო დარბაზში უკანასკნელი დღეების განმავლობაში გაჟღერებული ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც ჯონი დეპსა და მის ყოფილ ცოლ, ემბერ ჰერდს შორის მიმდინარეობს, დისნეიმ 56 წლის მსახიობთან კონტაქტის აღდგენა გადაწყვიტა.

ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ დისნეი მიზანმიმართულად ცდილობდა დეპთან საქმე აღარ დაეჭირა, მას შემდეგ რაც ცნობილი მსახიობს მისმა ცოლმა ძალადობაში დასდო ბრალი.

მოგვიანებით ემბერ ჰერდმა ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც მას სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნება. მისი თქმით, მას ისინი ჯონი დეპისგან ჰქონდა მიყენებული. მიუხედავად იმისა, რომ თავად დეპმა ბრალდებები უარყო, მას მაინც მოუწია განქორწინების სანაცვლოდ 5 მილიონის გადახდა.

როგორც „We Got This Covers“ წერს, მსახიობისა და მისი აწ უკვე ყოფილი ცოლის საქმეში ახალი ფაქტები გახდა ცნობილი, რომლებიც დეპის უდანაშაულობაზე მიუთითებენ. აგრეთვე ძალიან დიდია საზოგადოების მისადმი მხარდაჭერაც. ამ ყველაფრის გამო, კინოკომპანიაში მის საკულტო როლზე დაბრუნებაზე დაფიქრდნენ.

„ჯეკ ბეღურას“ როლი ჯონმა პირველად 2001 წელს შეასრულა. მას შემდეგ, მან კიდევ ოთხ ნაწილში მიიღო მონაწილეობა. ოქტომბერში, ცნობილი გახდა რომ დისნეი მეექვსე ნაწილის გადაღებასაც აპირებს. ახალი ნაწილის სცენარის ავტორი კრეიგ მაზინი იქნება, რომელიც მაყურებელმა სერიალ „ჩერნობილიდან“ გაიცნო, ხოლო რეჟისურას ფილმს ტედ ელიოტი გაუწევს. ჯერ-ჯერობით სცენარის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ ფილმი ქალ პერსონაჟზე იქნება აგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დეპის პერსონაჟს უფრო მეორეხარისხოვანი როლი ექნება ფილმში.

ჯონი დეპის ცხოვრებაში სიმშვიდე მაინც არ სუფევს. ის ამჟამად გამომცემლობა „The Sun“-ს უჩივის 2018 წელს გამოქვეყნებული სტატიისთვის და მათ ცილისწამებაში ადანაშაულებს. დეპმა განაცხადა, რომ უკვე ლონდონშია და 23 მარტს უზენაეს სასამართლოში დანიშნულ მოსმენაზე მის იურიდიულ გუნდთან ერთად წარდგება.

წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს, ფილმ „რომის დღიურის“ გადაღებაზე გაიცნო, ხოლო 2015 წელს მათ იქორწინეს კიდეც.

გაუზიარე მეგობრებს!