პიქსარის ანიმაციას „ონვარდი“ რუსეთი ბანს ადებს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

პიქსარის 21-ე საუკუნეში დომინირებს ანიმაციური ფილმების კატეგორიაში, თან შეიძლება ითქვას ერთპიროვნულად.

ანიმაციური ტიტანი უკანასკნელ ფილმებში ცდილობს მრავალფეროვნების შეტანას როგორც ამბის, ისე პერსონაჟების მხრივ.

პიქსარის ახალი ფილმი მალე გამოვა კინოთეატრებში, საუბარია „ონვარდი“-ზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება კრიტიკოსებისგან არ მოჰყოლია.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორები, რომ რუსულ კინოთეატრებში ფილმი „ბანს“, აკრძალვას მიიღებს. კერძოდ, საუბარია ერთ სცენაზე, რომელთანაც როგორ ჩანს რუსებს პრობლემა აქვთ.

რაშია საქმე?

ფილმ „ონვორდი“-ში ერთ-ერთი პერსონაჟი არის ღიად გეი. რუსულ კინოდისტრიბუტორებს იმ მომენტის ფილმიდან ამოღება სურთ, სადაც იგი „გეი“-დ არის წარმოდგენილი.

ფილმი მოგვითხრობ ორ ელფ ძმაზე, რომლებიც მაგიურ სამყაროში ცხოვრობენ. მათ სურთ თავიანთი მამის გაცოცხლება ერთი დღით, რისთვისაც მის მიერ დატოვებულ ნივთს იყენებენ. თავგადასავლის დროს ისინი ხვდებიან სპეკტერს, ციკლოპებსა და პოლიციის ოფიცერს, რომელიც ერთ მომენტში ახსენებს რომ მას (გოგოს) ჰყავს მეგობარი გოგონა.

მასალის ავტორი: ნიკა ბილანიშვილი

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე.

გაუზიარე მეგობრებს!