mpedia.ge, no time to die

ნახეთ ვიდეო: ,,დენიელ ქრეიგს ჯეიმს ბონდის როლში ბოლოჯერ ვიხილავთ“ – კერი ფუკუნაგა გადასაღები მოედნიდან

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

  Universal Studio-მ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი ფილმ ,,სიკვდილის დრო არ არის“ (,,No Time To Die“) გადაღების მოედნიდან, რომელშიც რეჟისორი კერი ფუკუნაგა საუბრობს ჯეიმს ბონდის, რიგით 25-ე ფილმის შექმნის შესახებ. მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო პერსონაჟის ხელახლა გადაღება ­­­­­­­- იმის ჩვენება თუ სად არის ახლა ის, რა ბედი ეწია გადადგომიდან ხუთი წლის შემდეგ და თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ჯაშუშური თამაშის ახალ წესებს.
ფუკუნაგამ ასევე დაადასტურა, რომ ეს იქნება დენიელ ქრეგის ბოლო გამოჩენა ბრიტანელი სუპერ ჯაშუშის როლში.
ვიდეოში, ფუკუნაგა ასევე განმარტავს, რომ ფილმში ბონდი, მისთვის ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედს უნდა დაუპირისპირდეს. ,,გამოჩნდა ვიღაც ახალი, ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვისთანაც კი ბონდს აქამდე გამკლავება უწევდა. ვინც არ უნდა იყოს, ის ბევრად ჭკვიანი და ძლიერია ვიდრე ,,სპექტრა“ – ამბობს რეჟისორი.

ვიდეო “სიკვდილის დრო არ არის“ (,,No Time To Die“) გადაღების მოედნიდან; mpedia.ge, movie.ge

  • ფილმისთვის ,,სიკვდილის დრო არ არის“ მთავარი სიმღერა, 18 წლის ბილი აილიშმა დაწერა, იგი ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზის ისტორიაში.
  • სასიკვდილო კორონა ვირუსული პნევმონიის დაწყების გამო, სტუდიას მოუწია მნიშვნელოვანი პრეს-ტურისა და პრემიერის გაუქმება ჩინეთში. ამ ფაქტმა კი შესაძლოა ძლიერ დაარტყას ფილმის შემოსავალს, რადგან თანამედროვე ბონდი დიდი პოპულარულობით სარგებლოს ჩინეთის აუდიტორიაში.
  • სერიის პროდუსერები არ აპირებენ მთავარი გმირის სქესის შეცვლას, მაგრამ ისინი არ გამორიცხავენ ამ როლისათვის სხვა კანის ფერის მქონე მსახიობის გადაღებას. ,,ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, მაგრამ ის კაცია“, ­- განაცხადა ბარბარა ბროკკოლიმ.

რიგით 25-ე ფილმში, ბონდმა დროებით დატოვა სამსახური და იამაიკაზე გაემგზავრა, იმისათვის, რომ ცხოვრებით მაქსიმალურად დამტკბეს. არდადეგები წყდება მაშინ, როდესაც კუნძულზე ჩნდება ძველი ნაცნობი – ფელიქს ლეითერი ცერეუდან, რომელიც აგენტ – 007-ს დახმარებას სთხოვს. მისია გატაცებული მეცნიერის გადასარჩენად იმაზე რთული და საშიში აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად იყო წარმოდგენილი, და ბონდი იდუმალებით მოცული მტრის, სახელად – საფინი-ს მახეში აღმოჩნდება.

2020, დიდი ბრიტანეთი ,,სიკვდილის დრო არ არის“ მძაფრსიუჟეტიანი.

რეჟისორი: კერი ფუკუნაგა

მთავარ როლებში: დენიელ კრეიგი, რამი მალეკი, ლეა სეიდუ.

წყარო: kinopoisk.ru

მასალის ავტორი: თარგმნა ნინო ცქვიტინიძემ