ჯონი დეპი დიდ ეკრანს უბრუნდება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჯონი დეპს ფილმებისათვის ნამდვილად არ ჰქონდა დრო. მას ყოფილი ცოლი, მასზე 22 წლით უმცროსი ემბერ ჰერდი სასამართლოში ედავებოდა და მას  ძალადობაში ადანაშაულებდა. თუმცა, როგორც ჩანს ჯონმა საბოლოოდ გამონახა ძალები საიმისოდ, რათა ახალ ფილმზე იმუშაოს. ის ფილმის „მინამატას“ გადაღებებს დაუბრუნდა, სადაც სმიტის როლს თამაშობს.

ფილმის სიუჟეტი ადრეულ 70-იანებში ვითარდება. სმიტი და მისი ცოლი – ალინა, მინამატას ახლობლად, იაპონიაში ბრუნდებიან, სადაც ხალხი მთელი 20 წელია უკიდურესად მომწამლავი ვირუსით ავადდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს წყლის დაბინძურების ბრალი იყო. სმიტი და მისი ცოლი ამ დაავადებას დეტალურად იკვლევენ და მასზე სხვადასხვა დოკუმენტაციას აგროვებენ.

წლების განმავლობაში ჯონი დეპი ერთ-ერთი ტოპ ვარსკვლავი იყო ჰოლივუდში, რომელიც ყოველწლიურად რამოდენიმე ფილმს უშვებდა, თუმცა ამჟამად მსახიობი ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მას ყოფილი ცოლი ძალიან სერიოზულ ბრალს დებს, რამაც პირველ რიგში მის რეპუტაციას დაასვა დაღი. ეს უარყოფითად აისახა როგორც მის მომავალ ფილმოგრაფიაზე, უშუალოდ მსახიობის ჯიბეზეც. მას კომპენსაციების სახით ძალიან დიდი ფულის გადახდა მოუწია. ასე რომ, ჯონის კარიერის საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. ამჟამად ის მხოლოდ „მინამატაზე“ მუშაობს, რომელიც ეკრანებზე 2020 წელს გამოვა. სავარაუდოდ, ჯონი დეპს მალე ფილმში „გრინდელვალდის დანაშაული 3“-შიც ვიხილავთ.

რეჟისორის, ლევიტასის განცხადებით, ჯონი გადაღებებს ძალიან დიდი ყურადღებას უთმობს და ეს ყურადღება მის სამსახიობო როლსაც კი სცილდება – „როდესაც ჯონი არ თამაშობს, ის ყოველთვის მონიტორთან ზის, ყველაფერს დეტალურად აკვირდება და საინტერესო რჩევებს იძლევა“.

ერთი რამ ცხადია, ჯონიმ პირადმა ცხოვრებამ მსახიობის კარიერა საკმაოდ უკან დასწია, ხოლო თუ მას ძალების აღდგენა და კარიერული რეინკარნაცია სურს, ამისთვის „მინამატა“ ამ დროისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. ამასთან ერთად, ის მაქსიმალურად უნდა ფოკუსირდეს ფილმზე, ვინაიდან სხვა სამუშაო ამჟამად უბრალოდ არ აქვს და და ახლა წარუმატებლობა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

როგორც უშუალოდ ავტორის კომენტარებიდან ჩანს, მსახიობზე მინამატას ტრაგედიამ ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა და მას სურს ეს არც ისე დიდი მასისათვის ცნობილი ამბავი მეტი ადამიანის ყურებამდე მიიტანოს.

ამჟამად, ფილმის პრემიერა ბერლინის კინო ფესტივალზე იგეგმება შორეულ სექტემბერში, თუმცა როდის გაიმართება მისი ჩვენება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. როგორც ჩანს, ფილმს ბერლინშიც სერიოზული გამოცდა ელის, სადაც წარმატების შემთხვევაშიც, მას უფრო ფართო მასა იხილავს.

წყარო:  cinemablend.com

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე