15 უცნობი ფაქტი ოსკარის დაჯილდოების შესახებ

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

უკვე 90 წელია, რაც  „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია“ ყოველწლიურად აჯილდოვებს გამორჩეულ ნამუშევრებს. წლების განმავლობაში, ოსკარის ჯილდო მრავალ რეჟისორს, მსახიობსა თუ სხვა პროფესიონალს გადაეცა. ცერემონია წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდა და ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდაც იქცა, ისტორიამ კი რამოდენიმე უცნაური, ზოგჯერ მეტად სახალისო ფაქტი შემოგვინახა ოსკარის დაჯილდოების შესახებ.

წარმოგიდგენთ 15 განსაკუთრებულად გამოსარჩევ ფაქტს ოსკარის დაჯილდოების შესახებ, რომელთა შესახებ ბევრ კინომანსაც კი არ სმენია.

ტელევიზორში ოსკარის დაჯილდოება პირველად 1953 წელს გავიდა

მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის ცერემონია 1929 წლიდან ტარდებოდა, ის ტელევიზორში პირველად მხოლოდ 1953 წლის 19 მარტს იხილა მაყურებელმა, შავ-თეთრ ფერებში. დაჯილდოებას აშუქებდა “NBC” სამაუწყებლო არხი. 13 წლის შემდგომ, უკვე 1966 წელს, მაყურებელმა დაჯილდოება ფერადადაც იხილა.

1940 წელს, ფერადმა ფილმმა პირველად მოიგო ოსკარი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

„ქარწაღებულნი“ გახდა პირველი ფერადი ფილმი ოსკარის ისტორიაში 1940 წელს, რომელმაც საუკეთესო ნამუშევრის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. აგრეთვე გამოსარჩევია, რომ ორი წლით ადრე „ვარსკვლავის დაბადება“ გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ამ კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა. 1965 წელს, უკვე ხუთივე ნომინირებული ფილმი ამ პრიზისთვის ფერადი იყო.

ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ადამიანმა, სახელად ოსკარი, შეძლო მოეპოვებინა ოსკარის ჯილდო.

ოსკარის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სახელად ოსკარი ერქვა და ამაზე სახელწოდების ჯილდო მოიპოვა, ლირიცისტი ოსკარ ჰამერშტეინი იყო. მან საერთო ჯამში 5 ნომინაცია და მათ შორის ორი ოსკარი მოიპოვა, 1941 და 1945 წლებში.

ოსკარის სტატუეტი მხოლოდ 1 დოლარი ღირს.

1950 წლის შემდეგ, აკადემია ყველა ოსკარის გამარჯვებულს ოსკარის ქანდაკებას გადასცემს. როგორც ირკვევა, არავის შეუძლია მიღებული ოსკარის გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი მას აკადემიას არ მიყიდიან 1 დოლარად. მეორეს მხრივ, შავ ბაზარზე ოსკარს ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს. ექსპერტების თქმით, ოსკარის შექმნის დღიდან დაახლოებით 150 ასეთი სტატუეტი გაიყიდა.

ერთხელ, მსახიობმა გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა.

მესამე დაჯილდოების დროს, 1931 წელს, ნორმა შირერმა გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა. ფილმისთვის „განქორწინება“ ის ერთბაშად სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსახიობმა, რომელიც გამარჯვებულის ვინაობას აცხადებდა, საკუთარი სახელი ამოიკითხა.

უოლტ დისნეის ეკუთვნის ყველა დროის რეკორდი მოგებული ოსკარების რაოდენობით.

ისეთმა შედევრებმა, როგორებიც არიან მიკი მაუსი და დონალდ დაკი, საერთო ჯამში 26 ოსკარი მოიპოვეს მისი კარიერის განმავლობაში, რამაც დაგვეთანხმებით დისნეი ამ ინდუსტრიის ერთ-ერთ სახეც აქცია. დისნეიმ აგრეთვე მოიპოვა საერთო ჯამში 59 ნომინაცია..

ისტორიაში მხოლოდ 5 ქალი რეჟისორი იყო ნომინირებული საუკეთესო რეჟისორის წოდებაზე.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ოსკარის დაჯილდოება უკვე თითქმის 100 წელს ითვლის, ამ დროის განმავლობაში კი მხოლოდ ხუთი ქალი დაესწრო დაჯილდოებას საუკეთესო რეჟისორის წოდებაზე ნომინირებულის სტატუსით.

ეს ქალები იყვნენ: ლინა უერთმიულერი, ჯეინი კემპიონი, სოფია კოპოლა, რომელიც ფრანსის ფორდ კოპოლას და იყო, კეტრინ ბიგელოუ და ბოლოს, გრეთა გერვიგი.

ერთადერთი ქალი რეჟისორი, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის დაჯილდოება მოიგო.

კეტრინ ბიგელოუ გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი ქალი, რომელიც საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს. საინტერესოა, რომ კეტრინმა დაჯილდოება მოუგო მის ყოფილ ქმარს – ჯეიმს კამერონს, რომელიც მისი „ავატარით“ იყო ნომინირებული.

მხოლოდ ორმა მსახიობმა შეძლო ოსკარის მოპოვება გარდაცვალების შემდგომ.

მსახიობი ჰით ლეჯერი 2008 წლის იანვარში დაიღუპა, ცოტა ხნით ადრე, სანამ მაყურებელი მის ჯოკერს იხილავდა სცენაზე. საბოლოოდ, მან ოსკარი მოიპოვა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. დაჯილდოებას მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

პიტერ ფინჩი პირველი იყო, რომელმაც ოსკარი გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. მან ოსკარი საუკეთესო მსახიობის როლისთვის 1977 წელს მიპოვა, ხოლო დაჯილდოებამდე სამი თვით ადრე გულის შეტევით გარდაიცვალა.

კაცი მსახიობები, რომელთაც ყველაზე მეტი ჯილდო აქვთ მოპოვებული.

ყველაზე ბევრჯერ ნომინირებული კაცი მსახიობი ოსკარზე არის ჯეკ ნიკოლსონი, რომელმაც 12 ნომინაცია და 3 გამარჯვება იზეიმა. 3-3 ოსკარი აგრეთვე აქვთ დენიელ დეი-ლევისსა და უოლტერ ბრენანს, თუმცა მათ მხოლოდ შესაბამისად 6 და 4 ნომინაცია ხვდათ წილად.

მერილ სტრიპი ყველაზე მეტჯერ ნომინირებული ქალი მსახიობია ოსკარის ისტორიაში.

ლეგენდარულმა მერილ სტრიპმა პირველი ოსკარის ნომინაცია 1979 წელს მოიპოვა. 1983 წელს, მან უკვე პრიზი მოიპოვა ფილმისთვის „სოფის არჩევანი“, ბოლოს მანდ ჯილდო 2012 წელს მიიღო მარგარეტ ტეტჩერის როლისთვის ფილმი „რკინის ლედი“.

საერთო ჯამში, მისი ხანგრძლივი კარიერა 21 ნომინაციას ითვლის, უმეტესწილად საუკეთესო მსახიობის ჯილდოსთვის, რაც მას ყველა მეტჯერ ნომინირებულ ქალ მსახიობად აქცევს ისტორიაში.

ქეთრინ ჰეპბერნმა ყველაზე მეტჯერ მოიპოვა ოსკარი ქალ მსახიობებს შორის.

ქეთრინ ჰეპბერნის წარმატებული კარიერა თითქმის 6 დეკადას ითვლის. ამ პერიოდში, მან 12 ნომინაცია მიიღო და აქედან 4 ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ქალი მსახიობის როლისათვის. მან პირველად 1933 წელს იმარჯვა, როცა ჯერ კიდევ 26 წლის იყო. გასაკვირი ფაქტია, რომ მიუხედავად 4 გამარჯვებისა, მსახიობი დაჯილდოების ცერემონიას არასდროს დასწრებია.

კეიტ ბლანშეტმა ოსკარი მიიღო როლისთვის, სადაც ის ოსკარის გამარჯვებულს თამაშობს.

მსახიობი პირველი იყო, რომელმაც ოსკარი მოიპოვა ოსკარის გამარჯვებულის როლის შესრულებისთვის. ის ქეთრინ ჰეპბერნის როლს თამაშობდა მარტინ სკორსეზეს ფილმში „ავიატორი“. იმისთვის, რომ როლი უკეთესად მოერგო, მანდ დაიწყო ქეთრინის ფილმების ყურება და დადიოდა ტენინისა და გოლფის გაკვეთილებზე. მეტიც, ის მუშაობდა სპეციალურად იმისთვის, რომ ხმა და აქცენტიც კი მიემსგავსებინა მისთვის.

პირველად ფერადკანიანმა ოსკარი 1940 წელს მოიგო.

პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც ოსკარის მოგება შეძლო იყო ჰეტი მაკდანიელი, რომელმაც ეს საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის მოახერხა. სამწუხაროდ, ცერემონია სასტუმრო ამბასადორში გაიმართა, სადაც ფერადკანიანებისათვის შესვლა აკრძალული იყო.

ამის გამოსასწორებლად, ფილმის რეჟისორმა სპეციალური ნებართვა ითხოვა იმისთვის, რომ მსახიობი ცერემონიას დასწრებოდა, თუმცა მსახიობმა ვერ შეძლო სხვა მსახიობებთან ყოფნა და ის განცალკევებით, პატარა მაგიდაზე იჯდა ცერემონიის დროს.

ყველაზე დასამახსოვრებელი შეცდომა ოსკარის ისტორიაში.

2017 წლის ცერემონიის დროს, წარმდგენებმა უორენ ბიტიმ და ფეიე დანევეიმ შეცდომით სხვა გამარჯვებული გამოაცხადეს. მათ გამარჯვებულად „ლა ლა ლენდი“ გამოაცხადეს და ფილმის მთელი ჯგუფიც მალევე სცენაზე ავიდა, თუმცა აკადემიის პროდიუსერმა მალევე გააანალიზა შეცდომა და ნამდვილი გამარჯვებულად „მთვარის შუქი“ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. 1964 წლის ცერემონიაზე, ჯონ ადისონი გამოცხადდა გამარჯვებულად, მაშინ როდესაც ის ნომინირებულიც კი არ იყო ჯილდოზე.

წყარო: brightside

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე