15 მსახიობი, რომელიც როლისთვის რადიკალურად შეიცვალა

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ჩვენ კინოს ნამდვილ ოქროს ხანაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, თითოეული ფილმისა თუ მსახიობის სტანდარტები წარმოუდგენლად მაღალია. აუდიენციამ შეიძლება სულ მცირე დეტალის გამო დაიწუნოს ნამუშევარი, ამიტომაც მსახიობებს საკუთარი თავის მაქსიმუმის გაღება უწევთ იმისთვის, რომ როლი შესაფერისად მოირგონ, თუმცა ზოგიერთი როლის მორგება სხვებზე მეტად რთულია და ის მსახიობებისგან რადიკალურად შეცვლასაც კი მოითხოვს.

წარმოგიდგენთ 15 სელებრითს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი გარეგნობა რადიკალურად შეეცვალათ რათა როლი უფრო კარგად მოერგოთ.

ტომ ჰენქსი, „გარიყული“

ტომს სურდა ფილმისთვის „გარიყული“ რაც შეიძლება რეალური პორტრეტი შეექმნა. ამის გამო, ფილმის გადაღება მთელი ერთი წლით გადაიდო, ამ დროში კი ტომმა წვერი და თმა გაიზარდა, ხოლო წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო.

ტომ კრუზი, „შეუსრულებელი მისია 5“

ტომ კრუზი პროფესიონალ მყვინთავთან ერთად ემზადებოდა იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობა მოემზადებინა ყვინთვის სცენისათვის. მან აქტიური შრომის შედეგად იმდენიც კი შეძლო, რომ წყლის ქვეშ სუნთქვას მთელი 6 წუთი იკავებდა.

ედრიენ ბროდი, „პიანისტი“

ფილმისთვის „პიანისტი“ მსახიობი გადავიდა საკუთარი სახლიდან, გაყიდა მანქანა, გამორთო ტელეფონი და წავიდა ევროპაში მხოლოდ 2 პატარა ჩანთით, რათა პერსონაჟის განცდები პირველ რიგში თავად განეცადა და როლი უკეთ მოერგო. ის ასევე იცავდა მკაცრს დიეტას და 6 თვეში 14 კილომდე დაიკლო, ესწრებოდა პიანინოს გაკვეთილებს და შესაბამის დიალექტსაც კი ითვისებდა.

ჰიტ ლეჯერი, „ბნელი რაინდის აღზევება“

იმისთვის, რომ ჯოკერის როლისთვის შესაბამისად მომზადებულიყო და მისი პერსონაჟის მარტოობა გაეთავისებინა, მან საკუთარი თავი სასტუმროში გამოკეტა თითქმის ერთი თვით. ის ჯოკერის ფსიქოლოგიას უფრო და უფრო უკეთ სწავლობდა დღიურის წარმოებით. ის ასევე მუშაობდა საკუთარ ხმაზე, რათა როლს უკეთ მორგებოდა. ფაქტია, მას ეს წარმატებით გამოუვიდა.

ლეონარდო დიკაპრიო, „გადარჩენილი“

ლეონარდოს სურდა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო როლისათვის მზად. ამის გამო, ის ჭამდა უმ ხორცს და ჩახტა გაყინულ მდინარეშიც კი. მას სურდა საკუთარ თავზე გამოეცადა ის ძალიან დიდი გაჭირვება, რასაც მისი პერსონაჟი ფილმში გადასარჩენად განიცდის.

მეთიუ მაკკონაჰი, „ოქრო“

იმისათვის, რომ ცნობილი როლისთვის ფილმში „ოქრო“ წონა მოემატებინა, მეთიუმ ჯანსაღი ცხოვრების წესს თავი ანება. მას სურდა მაქსიმალურად დამგვანებოდა საკუთარ პერსონაჟს და ამის გამო ის 6 თვის განმავლობაში არაჯანსაღი საკვებით იკვებებოდა.

მარგო რობი, „მე, ტონია“

მსახიობს სურდა გაეგო თუ რა განცდაა, როდესაც საუკეთესო მოციგურავესავით ვარჯიშობ. ის საათების განმავლობაში ვარჯიშობდა 5 თვის მანძილზე. ასევე, მან საათები გაატარა მისი პერსონაჟის ვიდეოების ყურებაში.

ნატალი პორტმანი, „შავი გედი“

ნატალი პორტმანი კვირაში 6 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში, ერთი წლის მანძილზე ვარჯიშობდა ყოფილ ბალერინასთან ერთად. მას სურდა როლისთვის შესაბამისად მომზადებულიყო, ამიტომ აქტიური ვარჯიში დაიწყო. მან დაახლოებით 9 კილო დაიკლო.

ტომ ჰარდი, „ბრონსონი“

ჩარლზ ბრონსონის სათამაშოდ ფილმი „ბრონსონი“ ტომ ჰარდს დიდი წონის მომატება მოუწია, მხოლოდ 5 კვირაში. ის კვირის განმავლობაში დაახლოებით 3 კილოგრამს იმატებდა რათა სასურველი შედეგისათვის მიეღწია.

დანიელ დეი-ლევისი, „ჩემი მარცხენა ფეხი“

იმისათვის რომ როლს უკეთესად მორგებოდა, მსახიობი ეტლს მაშინაც კი არ ტოვებდა, როცა გადაღება არ მიმდინარეობდა. საერთოდაც, მას ეტლში ჯდომა იმაზე დიდხანს მოუწია, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო, რადგან მან 2 ნეკნი დაიზიანა.

მერილ სტრიპი, „სოფის არჩევანი“

სოფი ზავისტოვსკის საკულტო როლისთვის, მერილ სტრიპი ესწრებოდა დამქანცველ გაკვეთილებს, რათა პოლონური აქცენტი აეთვისებინა და ეს წარმატებითაც შეძლო. მან ფილმისთვის გერმანული და პოლონური ისწავლა და ამის დამსახურებით, ფილმში ის თითქმის უაქცენტოდ საუბრობს.

ენდი სერქისი, „აჯანყება მაიმუნების პლანეტაზე“

იმისთვის, რომ სეზარის როლისთვის მომზადებულიყო ფილმში „აჯანყება მაიმუნების პლანეტაზე“, ენდი ცნობილი შიმპანზისგან, ოლივერისგან სწავლობდა. ამას გარდა, ენდი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა გორილებს, ჯუნგლებში, რათა მათ შესახებ კიდევ უფრო მეტი ესწავლა.

შია ლებუფი, „რისხვა“

შია ლებუფმა როლისთვის მოსარგებლად შეიძლება ითქვას ყველაზე მეტი გააკეთა. როგორც კი როლზე დაამტკიცეს, ის შეუერთდა ა.შ.შ-ს ნაციონალურ დაცვას, გაიკეთა ტატუ, მიიღო ბაპტისტობა. მას მთელი 4 თვის განმავლობაში, როდესაც ფილმის გადაღება მიმდინარეობდა, არ უბანავია.

ხოაკინ ფენიქსი, „ოსტატი“

იმისთვის რომ პერსონაჟს მაქსიმალურად დამსგავსებოდა, ხოაკინ ფენიქსი წავიდა დენტისტთან და კბილები რეზინით დაიმაგრა, რათა მთლიანი ყბა ჩაეკეტა, როგორც ეს როლშია.

მიშელ უილიამსი, „ჩემი ერთი კვირა მერილინთან“

მიშელმა ფილმისთვის საკუთარი მუხლები ქამრით შეიკრა, რათა მერლინ მონროს მეტად დამსგავსებოდა. ის ცდილობდა მიებაძა მერლინის ცნობილი სიარულისათვის.

წყარო:  brightside

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე