tarantino mpedia.ge, movie.ge

კვენტინ ტარანტინოს 5 საუკეთესო ფილმი

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

კვენტინ ტარანტინო უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეჟისორად ითვლება კინემატოგრაფიაში. მისი ნამუშევრები იშვიათი გამონაკლისის გარდა ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებენ და არც ოსკარის ჯილდოები აკლიათ. გამონაკლისი არც 2019 წელი. მისი „ერთხელ ჰოლივუდში“ 10 ნომინაციით იყო წარდგენილი ოსკარზე, საიდანაც 2 გამარჯვებაც მოიპოვა.

წარმოგიდგენთ კვენტინ ტარანტინოს 5 ყველაზე გამორჩეულ ნამუშევარს, რომლებიც ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ.

5. „ერთხელ ჰოლივუდში“ (2019)

ფილმის მოქმედება 1969 წელს ვითარდება, ლოს-ანჯელესში და ის ჰოლივუდის ოქროს ხანის უკანასკნელ წლებზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლეონარდო დიკაბრიო, ბრედ პიტი და მარგო რობი.

როგორც უკვე გითხარით, ტარანტინოს ეს ფილმის სხვების მსგავსად ძალიან წარმატებული გამოვიდა და ოსკარის დაჯილდოებაზე 2 ჯილდოც დაიბევა.

IMDb რეიტინგი: 7.7

4. „უსახელო ნაბიჭვრები“ (2009)

ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს, სადაც საფრანგეთი ნაცისტური გერმანიის მიერაა ოკუპირებული. ფილმი ამერიკელ-ებრაელი ჯარისკაცებისაგან ჩამოყალიბებულ ჯგუფზე მოგვითხრობს,ლეიტენანტით ალდო რაინი. ისინი ნაცისტებს ეძებენ, სასტიკად კლავენ და ამით მესამე რაიხს შიშის ზარს სცემენ.

ფილმში ძალიან გამორჩეული ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც არიან ბრედ პიტი და ქრისტოფ ვალცი. მეორე მათგანმა ოსკარიც დაიმსახურა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის.

IMDb რეიტინგი: 8.3

3. „ცოფიანი ძაღლები“ (1992)

ნამუშევარი ამერიკის კრიმინალურ სახეს წარმოგვიჩენს. კრიმინალურ დაჯგუფებას საქმეები არც ისე კარგად მისდის. მათ რამოდენიმე ძარცვა ეშლებათ, რაც მათ ჯგუფში მყოფი ინფორმატიორის შესახებ მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაღებიდან უკვე 28 წელი გავიდა, ის დამსახურებულად ითვლება კვენტინ ტარანტინოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად.

IMDb რეიტინგი: 8.3

2. „ჯეკი ბრაუნი“ (1997)

ტარანტინოს ეს ნამუშევარი გადაღებულია ელმორ ლეონარდის ცნობილი რომანის, „რომის კოქტეილის“ მიხედვით. ის ჯეკი ბრაუნზე მოგვითხრობს, ბორტგამცილებელია, მისი ბოსი კი არც მეტი არც ნაკლები – იარაღით მოვაჭრე. პოლიციელები ცდილობენ ჯეკის გავლით მის ბოსზე გავიდნენ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად როდია. ჯეკი იდეალურ გეგმას შეიმუშავებს, თუ როგორ მოიპოვოს თავისუფლება და ამასთან ერთად, დიდი ფულიც.

თუ საქმე ოსკარის ნომინაციებზე მიდგა, ჯეკი ბრაუნი დიდად გამორჩეული ნამდვილად არ არის. ფილმი მოკრძალებულ ერთადერთ ნომინაციას დასჯერდა, თუმცა ქასთი ძალიან შთამბეჭდავია: პამ გრიერი, სამუელ ჯექსონი, რობერტ დე ნირო, ბრიჯეტ ფონდა.

IMDb რეიტინგი: 7.5

  1. „მაკულატურა“ (1994)

თუ საქმე ტარანტინოს საუკეთესო ფილმზე მიდგება, „მაკულატურა“ უბრალოდ უკონკურენტოა. ეს ნამუშევარი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია. მასში მთელ რიგ საგნებს სრულიად სხვა მნიშვნელობა გააჩნია: საათს, საფულეს, მილქშეიქსა თუ იდუმალ ქეისს. ამასთან ერთად, ფილმი სახალისო და მარტივად საყურებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის საუნდთრექებითაც კი ძალზედ გამორჩეულია, რაც ტარანტინოს მთელ კარიერასაც გასდევს ფონად.

იმაში რომ „მაკულატურა“ კვენტინის საუკეთესო ნამუშევარია ცოტას თუ ეპარება ეჭვი. ფილმმა 7 ნომინაცია მოიპოვა ოსკარის დაჯილდოებაზე და მისთვის კვენტინ ტარანტინომ სრულიად დამსახურებულად ოსკარიც მოიპოვა.

IMDb რეიტინგი: 8.9

წყარო: thrillist.com

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე