2020 წლის 10 გამორჩეული ფილმი რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

2020 წლის 10 გამორჩეული ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მიმდინარე წელს კინოინდუსტრიამ ახალ დეკადაში შეაბიჯა, ახალი ათწლეული კი ახალი გამორჩეული ფილმებითა და ჩვენთვის საყვარელი ისტორიების დიდებულ გაგრძელებას გვპირდება. რა თქმა უნდა, გასული დეკადის შედევრებს არასოდეს დავივიწყებთ, თუმცა ყველა დიდი მოლოდინით ველით რას გვიქადის ახალი ერა.

წარმოგიდგენთ იმ გამორჩეული ფილმების ჩამონათვალს, რომლებსაც მაყურებელი 2020 წელს იხილავს დიდ ეკრანზე.

  1. დულითლი

ცოლის დაკარგვის შემდეგ ცნობილი ექიმი აღმოაჩენს მის ახალ განუმეორებელ შესაძლებლობას – მას ცხოველებთან შეუძლია საუბარი. ცოტა ხნის შემდეგ, დედოფალი შეუძლოდ ხდება და ის იძულებულია გაცურუს ამოუცნობი კუნძულისაკენ რათა თავისი ახალი ნიჭის დახმარებით დედოფლისთვის წამალი იპოვოს.

როგორც ჩანს, 2020 კინომოყვარულთათვის ეპიკური თავგადასავლებით იწყება ჯადოსნურ სამყაროში!

გამოსვლის თარიღი:  17 იანვარი, 2020

2. მტაცებელი ფრინველები (და ჰარლი ქუინის ფანტასტიკური ემანსიპაცია)

ჯოკერთან დაშორების შემდეგ ჰარლი ქუინი უბრალოდ განადგურებულია, თუმცა მალევე ის ახალ მიზანს პოულობს ცხოვრებაში – ის ერთიანდება სუპერგმირებთან და მათთან ერთად ცდილობს ახალგაზრდა გოგონა ბოროტი ლორდისგან დაიცვას. ამისთვის ჰარლი შავ კანარისთან, ქალ მონადირესა და რენე მონტოიასთან ერთად იბრძვის.

გამოსვლის თარიღი:  7 თებერვალი, 2020

3. მულანი

ყველასთვის საყვარელი ანიმაციის კინოეკრანიზაცია. ახალგაზრდა გოგონა გადაწყვეტს სახლიდან გაიქცეს, თავი კაცად გაასაღოს და მოხუცი მამის ნაცვლად შეუერთდეს ომს. ახლა ის ნამდვილი მეომარია, თუმცა საკუთარი საიდუმლოს შესანარჩუნებლად და ჩინეთის გადასარჩენად მას დიდი გზის გავლა სჭირდება.

როგორც ჩანს, დისნეი კიდევ ერთი საკულტო ანიმაციის ფილმად ქცევას გვპირდება, მათ კი დიდი ხანია შეგვაჩვიეს ეპიკურ ფილმებს, ასე რომ მოლოდინები ნამდვილად დიდია!

გამოსვლის თარიღი:  27 მარტი, 2020

4. ახალი მუტანტები

ფილმი 5 მუტანტის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საიდუმლოდ არიან გამოკეტილნი. მალევე ისინი აღმოაჩენენ საკუთარ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს და გადაწყვეტენ მათი საშუალებით წარსულის ცოდვები გამოისყიდონ.

თავდაპირველად, ფილმის გამოშვება ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა მისი დიდ ეკრანზე გაშუქება რამდენჯერმე გადაიდო. იმედია, 2020 წლის გაზაფხული საბოლოო თარიღია.

გამოსვლის თარიღი:  3 აპრილი, 2020

5. შავი ქვრივი

ფილმში მოქმედება ფილმების – კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი და შურისმაძიებლები: უსასრულობის ომის შემდგომ პერიოდში ვითარდება, სადაც ნატაშა რომანოვი სრულიად მარტო რჩება წარსულის წინაშე. წარსულში ჩადენილი საქმეების გამო ახლა მას მთავრობაც კი დევნის.

ვაღიაროთ, ეს არის ფილმი რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდით და მის უყურადღებოდ დატოვებას უბრალოდ არავინ ვაპირებთ!

გამოსვლის თარიღი:  1 მაისი, 2020

6. სკუბი

ჩვენთვის საყვარელი გმირების გუნდი კიდევ ერთ ამოუცნობ მოვლენას ეჯახება: მოჩვენება ძაღლი კერბერუსი სადაცაა განთავისუფლდება და მათ ის აუცილებლად უნდა შეაჩერონ. როდესაც ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ჯგუფი აღმოაჩენს თუ რაოდენ დიდი ბედის წინაშე დგას სკუბი!

ამ ყველაფრის გარდა, 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ მშვენიერი ჯგუფის შესახებ მაყურებლებმა შევიტყვეთ, ანიმაციაში კი პირველად ვიხილავთ იმას, თუ როგორ იპოვა სკუბი-დუმ მისი მეგობრები – შაგი, ფრედი, დეფნა და ველმა. ასე რომ, კინომოყვარულები 2020 წლის მაისსაც მოუთმენლად უნდა ელოდნონ!

გამოსვლის თარიღი:  15 მაისი, 2020

7. სპანჯბობი: სპანჯი გარბის

სპანჯბობის საყვრელი ცხოველი  სახელად გარი გაიტაცა პოსეიდონმა, ასე რომ სპანჯი მის მეგობარ პატრიკთან ერთად ტოვებს ბიკინი ბოტომს და ატლანტიდის დაკარგული ქალაქისაკენ მიემართება, რათა გარი იპოვოს და დაიბრუნოს.

როგორც ჩანს, 2020 წელს კიდევ ერთი დიდი მეგობრობის საიდუმლოს აეხდება ფარდა, ვინაიდან ფილმში მოთხრობილია როგორ გაიცნეს ერთმანეთი სპანჯბობმა და გარიმ. და დიახ, ამ მშვენიერ ფილმს კიდევ უფრო უკეთესს კიანუ რივზის მონაწილეობა ხდის!

გამოსვლის თარიღი:  22 მაისი, 2020

8. ქალი საოცრება 1984

ფილმი 2017 წელს გამოსული ქალი საოცრების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა ამჯერად დიანამ ლორდი მაქსველი უნდა შეაჩეროს, რათა მან ღვთაებრივი ძალა არ მოიპოვოს არტეფაქტების საშუალებით. ფილმი 1980-იან წლებში ვითარდება.

მართალია ფილმის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მაგრამ მისი თრეილერი უკვე გამოქვეყნდა და ერთი რამ ფაქტია – 2020 წელს კიდევ ერთი ეპიკური ფილმის ჩვენება გველის წინ.

გამოსვლის თარიღი:  5 ივნისი, 2020

9. მოჩვენებებზე მონადირეები: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

როცა მარტოხელა დედა მის ორ შვილთან ერთად ქალაქში ჩამოვა, მთელი ოჯახი აღმოაჩენს რომ მათ მითიური კავშირი აქვთ მოჩვენებებზე მონადირეებთან, რომ ეს კავშირი მათ მემკვიდრეობით ბაბუისგან ერგოთ.

ფილმი ოფიციალურ სექველს წარმოადგენს უკვე ცნობილი ფილმის – მოჩვენებებზე მონადირეებისა, ასე რომ ის 30 წლის შემდეგ კვლავ გვიბრუნდება!

გამოსვლის თარიღი:  10 ივლისი, 2020

10. კინგსმენი

კაცი და მისი პროტეჟე ქმნიან სააგენტოს, რომელიც იბრძოლებს მშვიდობისთვის. ისინი წამოიწყებენ ომს ტირანებისა და კრიმინალების წინააღმდეგ.

ფილმი კინგსმანის პრექველს წარმოადგენს და გვიჩვენებს, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.

გამოსვლის თარიღი:  18 სექტემბერი, 2020

უყურეთ ფილმებს ქართული, მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე.

მასალის ავტორი: ოთარ ვახტანგაშვილი