2019 წლის 10 საუკეთესო ფილმი, mpedia.ge, movie.ge

2019 წლის 10 საუკეთესო ფილმი

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ყოველწლიურად ალბათ ხშირად მოისმენთ მეგობრისგან თუ უბრალო ნაცნობისგან, რომ კინემატოგრაფიული თვალსაზრისით უბრალოდ ცუდი წელი იყო, თუმცა ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი კარგი რეჟისორი და შესაბამისად, ჯერ კიდევ იქმნება ძალიან კარგი ფილმები.

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფილმს, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და საკმაოდ დიდი აღიარებაც ჰპოვა.

10. ძარცვა ქუსლებზე

სტრიპტიზკლუბის ორი მოცეკვავე, ორი მარტოხელა დედა, რომელიც 2008 წლის კრიზისის შემდგომ იძულებული გახდა საკუთარ ოჯახზე ეზრუნა, გადაწყვეტს შურისძიებას უოლ-სტრიტელ კლიენტებზე. რეჟისორმა ფილმით წინ წამოწია საკითხი, რომ კაცების მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით პირველ რიგში სწორედ ქალები და ბავშვები ზიანდებიან.

9. მშვენიერი დღე სამეზობლოში

რეჟისორის მიერ ძალიან ლამაზად გადაღებული ფილმი არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული დრამა ამერიკული პოპულარული საბავშვო სატელევიზიო პროგრამის დამფუძნებელის და წამყვანის, ფრედი როჯერსის შესახებ, არამედ ის ყურადღებას ამახვილებს მის იდეებზე და მათ განხორციელების გზებზე პრაქტიკაში, რისთვისაც რეჟისორი იყენებს ჟურნალისტს. დროთა განმავლობაში, მათ შორის ნამდვილი მეგობრობა წარმოიქმნება.

8. დოლემიტი ჩემი სახელია

ედი მერფი ფილმში განასახიერებს რუდი რეი მურს – ლეგენდარულ პიროვნებას, რომელიც წინააღმდეგ ჩამოსულ ყველანაირ ფსონს დაჯაბნის საკუთარი ამბიციურობით. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი –  Dolemite ნამდვილ ჰიტად იქცევა.

7. მუქარა

ფილმი მოგვითხრობს დეტექტივზე, რომელიც წარმოსადეგი საგვარეულოს ოჯახის უფროსის სიკვდილს იძიებს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ანა დე არმასის ძალიან კარგი შესრულება, რომელიც ახალგაზრდა მედდას განასახიერებს, რომელიც ამავე დროს ემიგრანტია და ყველაფერთან ერთად, დაუსრულებელი ინტრიგების შუაგულშია. ეს ლამაზი ფილმი საყურებლად ძალიან კარგია და ამასთან ერთად, ის იდეალურადაა მორგებული ჩვენს ეპოქას.

6. პარაზიტი

კორეელი რეჟისორის მიერ შექმნილი შავი კომედია გაღატაკებული ოჯახის შესახებ, რომლის სიტუაცია იცვლება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის წევრი მუშაობას უმდიდრეს ოჯახში იწყებს. პარაზიტი ნამდვილი პასუხია კინორეჟისორის ჟან რენოვრის ძალიან ცნობილი მიმდინარეობის შესახებ, „ცხოვრების შესახებ ყველაზე საშინელი რამ ის არის, რომ ყველას აქვს პასუხები“.

5. პატარა ქალები

გრეტა გერვიგის მიერ ლუიზა მეი ალკოტის უკვე 150 წლიანი მარადმწვანე ნოველის კიდევ ერთი ადაპტაცია. ფილმში საოირს რონანი ასრულებს ჟო მარშს, რაც ეკრანიზაციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ამასთან ერთად, ფილმში შენარჩუნებულია და მკვეთრად იგრძნობა ალკოტის მთავარი იდეა: გქონდეს რაღაც უფრო მეტის სურვილი და არც კი იცოდე ეს მეტი კონკრეტულად რა არის.

4. ქორწინების ისტორია

ადამ დრაივერი და სკარლეტ იოჰანსონი, ორი გასაოცარი ვარსკვლავი ეკრანზე დაქორწინებული წყვილის როლს ასრულებენ, რომლებიც განქორწინების ზღვარზე არიან. მათი უბრალო პატარა, ერთი შეხედვით მეგობრული დაპირისპირება ნამდვილ საშინელებად იქცევა, საშინელებად რომელსაც ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა. ეს არის ნოა ბუმბახის ყველაზე ემოციურად დამღლელი ფილმი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ კომპრომისი ცუდი სულად არაა, არამედ პირიქით, ყველაფერი სწორედ ამაზეა აგებული.

3. ერთხელ ჰოლივუდში

კვენტინ ტარანტინოს კიდევ ერთი კარგი ნამუშევარი, სადაც შერონ ტეიტი იბრძვის იმ ბედნიერი დასასრულისთვის, რომელიც დაიმსახურა. ფილმის მოქმედება 1969 წელს ვითარდება, სადაც ამომავალი მსახიობი და მისი დუბლიორი ცდილობენ გზა გაიკვლიონ კინო ინდუსტრიისკენ. ფილმი პატარა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მარგო რობიც. ტარანტინომ ნამუშევრით გადმოსცა ჰოლივუდის აწ უკვე წასული და დაკარგული პერიოდი.

2. ირლანდიელი

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მსოფლიოს კიდევ ერთი ფილმი განგსტერებზე არ ჭირდება, თვით მარტინ სკორსეზეცგანაც კი, მაგრამ ირლანდიელი ამ ფიქრებს გაგიფანტავთ. ფილმი აგებულია ფრენკ შირანის რეალურ ცხოვრებაზე, რომელმაც ჯიმი ჰოფა მოკლა. რეჟისორის ამ ნამუშევრიდან ნათლად ჩანს, რომ განგსტერების ცხოვრების რომანტიზირება წარსულს ჩაბარდა.

1. ტკივილი და დიდება

პედრო ალმოდოვარის „ტკივილი და დიდება“-ში ანტონიო ბანდერასი გადმოგვცემს სალვადორ მალოს მთელ ცხოვრებას, მთელ განვლილ გზას, რომელიც იმდენად დიდ ფიზიკურ ტკივილს განიცდის, რომ მისი სამუშაოს გაგრძელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მალოს ცხოვრების გადარჩენის ერთადერთი გზა მის წარსულში იმალება: ის იხსენებს მის საყვარელ ადამიანებს, მშობლებს, ნაცნობ ადგილებს და მეტიც, მის ცხოვრებაში ძველი სიყვარულიც კი ჩნდება. რეჟისორის ეს ნამუშევარი დატვირთულია მრავალი ემოციით, რომელიც გვიბიძგებს გავაკეთოთ ყველაფერი მანამ, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს, სანამ ჩვენი ორგანიზმი გვიღალატებს.

წყარო: time.com

თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა