2019 წლის ტოპ 10 გამორჩეული სერიალი

2019 წლის ტოპ 10 გამორჩეული სერიალი

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

უკანასკნელ წლებში სატელევიზიო შოუების მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება, იმატებს სერიალების რაოდენობაც. გასულ წელს დაახლოებით 500 სცენარის მქონე სერიალი შეიქმნა. შედარებისთვის, ეს ციფრი 85 პროცენტით აღემატება 2011 წელს შექმნილი სერიალების რაოდენობას.

მოგეხსენებათ, საინტერესო სერიალის არჩევა ყოველთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენდა, მათი რაოდენობის ასეთი ზრდის შემდეგ კი კიდევ უფრო გართულდა. წარმოგიდგენთ 2019 წლის 10 გამორჩეულ სერიალს, რომელთა ყურება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

10. ეიფორია

სერიალი თინეიჯერების ყოველდღიურობას, მათ ცხოვრებას გადმოგვცემს, თუმცა სხვა შოუებისგან განსხვავებით მეტი ყურადღება მათ შინაგან განცდებს, მათ ყოველდღიურ დაბრკოლებებს ექცევა, რაც სერიალს მეტად საინტერესოს ხდის. სერიალი აგებულია რუს ცხოვრებაზე, რომლის როლსაც უმშვენიერესი ზენდაია თამაშობს. თუ გსურთ წარმოდგენა შეგექმნათ იმაზე, თუ როგორია დღეს თინეიჯერების ცხოვრება, მაშინ ეიფორია საუკეთესო არჩევანია.

9. ფლიბეგი (სეზონი 2)

სერიალი ნამდვილად კარგი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია მედიას 2019 წელს. წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, სერიალის სიუჟეტი მეორე სეზონში მოგვითხრობს ქალზე, რომელმაც დაკარგა საუკეთესო მეგობარი და დედა. ის, თუ როგორ გულწრფელად და ღრმადაა ეკრანზე ნაჩვენები მთავარი გმირის ცხოვრება, სერიალს ნამდვილად განსაკუთრებულად აქცევს.

8. დაუჯერებელი რამ

სერიალი მოგვითხრობს გოგონას შესახებ, რომელიც განაცხადებს მისი გაუპატიურების შესახებ, თუმცა ამის შემდგომ ყველაფერს უარყოფს. პოლიციის ოფიცრებს მისი არ სჯერათ და გამოძიებას იწყებენ, რათა მტკიცებულებები იპოვონ. რაც ყველაზე მთავარია და სიუჟეტს მეტად საინტერესოს ხდის, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა მედიაში.

7. ყველაფერი უკეთესობისკენ (სეზონი 3)

კიდევ ერთი სერიალი, რომელიც 2019 წელს ძალიან წარმატებულად გაგრძელდა. სერიალი მოგვითხრობს მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც იძულებულია მარტომ მოუაროს და არჩინოს შვილები, ეს კი დაგვეთანხმებით ძალიან დიდი რამაა და ამიტომ მისი ცხოვრება ყოველდღიური, ზოგჯერ კომიკური, ზოგჯერ კი ძალიან რთულ დაბრკოლებებითაა სავსე. მარტოხელა დედობა ესაა მისია, პასუხისმგებლობა, რომელიც მთავარი გმირის ცხოვრების აზრად იქცევა.

6. როცა ისინი დაგვინახავენ

რეალურ ამბავზე დაფუძნებული სერიალი, რომელიც ხუთი შავკანიანი მოზარდის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება. მათ ბრალს დასდებენ გაუპატიურებაში და ამის შემდეგ მათი ცხოვრება ნამდვილ კოშმარს ემსგავსება. სერიალში ზედმიწევნით კარგადაა გადმოცემული როგორც მათი შინაგანი განცდები, ასევე ის გარემო, რომელშიც სერიალი ვითარდება და სავსეა რასებს შორის დაპირისპირებით. სერიალს ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შეგვიძლია ვუწოდოთ მიმდინარე წელს – ნეთფლიქსის ინფორმაციით ის 23 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

5. დიდი პირი (სეზონი 3)

ანიმაციური სერიალის მესამე სეზონი იმაზე კარგია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ის იუმორისტულად შეეხება ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა ჰომოფობია თუ რასიზმი. ამასთან ერთად, სერიალმა შეძლო და ყველაზე უკეთესად გადმოგვცა ახალგაზრდების ყოველდღიურობის ისტორია.

4. სექსუალური განათლება

გამოსვლის დღიდან სერიალმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. ის ახალგაზრდა ბიჭის – ოტისის გარშემო ვითარდება, რომელიც მეგობრის რჩევით გადაწყვეტს პატარა ბიზნესი წამოიწყოს და თანასკოლელებს სექსუალური ცხოვრების სირთულეების მოგვარებაში დაეხმაროს. ამასთან ერთად, სერიალში კარგადაა ნაჩვენები ახალგაზრდების ყოველდღიურობის სექსუალური მხარე.

3. მანდალორელი

პატარა იოდა უკვე მთელს ინტერნეტ სამყაროს უყვარს და გიჟდება მასზე, დაგვერწმუნებით შეიძლება ამ სერიალის არც ერთი სერია არ გქონდეს ნანახი, მაგრამ უეჭველად გეცოდინება 50 წლის ჩვილ ბავშვზე. ამასთან ერთად, როგორ შეიძლება სერიალი წარმატებული არ ყოფილიყო მაშინ, როდესაც მთელი სამყარო გიჟდება ვარსკვლავურ ომებზე. მანდორელიც სწორედ გალაკტიკათშორის ომებზე და მამაც გმირებზე მოგვითხრობს.

2. დარაჯები

დარაჯები კიდევ ერთი სერიალია სუპერგმირებზე, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა მაყურებლებს შორის. სხვა სერიალებისგან განსხვავებით, სერიალში სუპერგმირები არც ისე დიდი სიმპათიით სარგებლობენ და მეტიც, მათ მუდმივად დევნიან. სიუჟეტი ძალიან საინტერესოა და მოულოდნელობებით აღსავსე, ხოლო ისეთი მსახიობების თამაში, როგორებიც არიან რეჯინა კინგი თუ ჯინ სმარტი, მის ყურებას მეტად სასიამოვნოს ხდის.

  1. ჩერნობილი

და ბოლოს, 2019 წლის სერიალი-აღმოჩენა. სერიალს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ არამარტო 2019 წლის, არამედ ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი და ამაზე მისი რეიტინგიც მოწმობს – IMDb-ზე მისი შეფასება 9.4-ს შეადგენს, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რეიტინგიან სერიალად აქცევს. რაც შეეხება უშუალოდ სიუჟეტს, ეს არის ამბავი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფის შესახებ, რომელიც ადამიანმა გამოიწვია – ჩერნობილის კატასტროფა, რომელმაც დიდი მსხვერპლი, ბუნების დაბინძურება და ერთ დროს დიდი ქალაქის დაცარიელება გამოიწვია.

უყურეთ ფილმებს ქართულად, საუკეთესო მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: ოთარ ვახტანგაშვილი