mpedia.ge movie.ge

20 ქასთი ფილმებიდან, რომელიც ნამდვილ ოჯახად იქცა

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა ჩვენთვის საყვარელი ფილმების მსახიობები გადაღებების შემდეგაც იკრიბებიან და ერთად დროს ატარებენ. ყველამ იცის, რომ ისინი გადაღებებზე ნამდვილი მეგობრები არიან, თუმცა როდესაც ეს სცენის მიღმაც გრძელდება, მათი ურთიერთობა ნამდვილ ოჯახს ემსგავსება.

წარმოგიდგენთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქასთებს, რომლებმაც მეგობრობა სცენის მიღმაც განაგრძეს და მეტიც, კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

  1. ბეჭდების მბრძანებელი 1: ბეჭდის საძმო

ამ საკულტო საგის მსახიობები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ომს არც მეტი, არც ნაკლები რესტორანში აცოცხლებენ, თანაც ჩანგლებით!

2. მეგობრები

როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, ჯენიფერ ენისტონი ყველაფერს საიდუმლოდ ტოვებს, თუმცა ერთხელ მან გადაწყვიტა მთელი სამყაროს გაოცება და შექმნა ინსტაგრამის ანგარიში, სადაც პირველივე პოსტად პირდაპირ მეგობრების ქასთის კიდევ ერთხელ გაერთიანების ამსახველი ფოტო განათავსა. მთელი ინტერნეტის მასშტაბით პოსტს იმდენი ადამიანი მიაწყდა, რომ მისი ანგარიში ცოტა ხნით გაითიშა კიდეც.

3. შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი

მეგობრების ერთად შეკრება და სულ მცირე შესვენება თანოსთან კიდევ ერთი ომის გამართვამდე.

4. მწვანე წიგნი

ამ ორი მსახიობის კავშირი რეალობაშიც ისეთივე უბრალო და თბილია, როგორც ფილმში. მათი მეგობრობა ნამდვილია.

5. ნამდვილი დეტექტივი

მთელი სეზონის განმავლობაში მძიმე დანაშაულთან შებრძოლების შემდეგ, ამ დუეტმა დამსახურებული და გრძელი შესვენება მიიღო რათა უბრალოდ ერთად დაესვენათ.

6. ბრუკლინი 9-9

შეეგებეთ ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ქასთს ტელევიზიის ისტორიაში. ამ მსახიობების მეგობრობა ეკრანს მიღმა ნამდვილად სამაგალითოა.

7. სამოცდაათიანების შოუ

ვის არ უყვარს ეს ტრიო და მათი თამაშები ერიკის სარდაფში? მათ კიდევ ერთხელ შეკრებას ნამდვილად ყველა ვისურვებდით და ასეც მოხდა, მათი კიდევ ერთხელ გაერთიანების შესახებ პოსტი ეშტონ კატჩერმა გამოაქვეყნა საკუთარ ინსტაგრამზე.

8. 13 მიზეზი

ისევე როგორც მთელი სერიალის განმავლობაში მათ ერთმანეთი არასოდეს მიუტოვებიათ, ასევე რეალურ ცხოვრებაშიც ეს მსახიობები ნამდვილი მეგობრები არიან.

9. ანტურაჟი

ენტურაჟის ბიჭებმა ყველაზე კარგად იციან როგორ გაატარონ დრო როგორც ეკრანზე, ასევე მის გარეთაც. დაგვეთანხმებით, არი გოლდი, ანუ ჯერემი პივენი სცენის მიღმაც მეტად „ბიზნესმენურად“ გამოიყურება.

10. ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება

როგორც ჩანს, პიტერ პარკერი ბიძია ტონის და ჯონ ფავროუს ვერც სცენის მიღმა გაექცა.

11. სამართლიანობის ლიგა

მოხარულნი ვართ იმით, რომ სამართლიანობის ლიგა სცენის მიღმა მაინც ატარებს ერთად კარგად დროს, ვინაიდან ფილმში ისინი იმდენად იყვნენ სამყაროს გადარჩენით გართულნი, რომ საამისოდ დრო ვერ გამონახეს.

12. დიდი აფეთქების თეორია

13 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ ამ ოჯახს უერთმანეთოდ ცხოვრება უბრალოდ ვეღარ წარმოუდგენია.

14. ანარქიის შვილები

ციტატა ფილმიდან: „სისხლი გაახლოებს, მაგრამ ურთიერთობა ოჯახად გაქცევს“. ყოველივე იმის შემდგომ რაც ამ ბიჭებმა შოუში ერთად გადაიტანეს, ისინი სცენის მიღმაც ერთად არიან.

15. ჰობიტი: ხუთი არმიის ბრძოლა

ზოგჯერ როგორი საამურია ერთი შეხედვით ძალიან სერიოზული ქასთის სცენის მიღმა მომღიმარი სახეებით ხილვა.

16. თორი

იმედი გვაქვს ოდინი ამ მიზიდულობას უბრალოდ არ შეიმჩნევს!

17. ფორს მაჟორი

მიეცით მათ უფლება უბრალოდ გასწავლონ თუ როგორ უნდა იყო მხიარული სასამართლო დარბაზში.

18. პარკები და დასვენების ზონები

თქვენს წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, თუმცა ამავე დროს უბედნიერესი ქასთი.

19. ოფისი

როგორც ჩანს, ეს ბიჭები სცენაზე და სცენის მიღმა წვერს ცვლიან!

20. ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი

დაგენიძლავებით, ვარკსვლავური ომების სამსახიობო დასი ასეთი ბედნიერი არასოდეს გინახავთ.

19. მძიმე დანაშაული

ბოლოსთვის, ყველაზე გემრიელი მოვიტოვეთ. როგორც ხდავთ, ეს დუეტი ნამდვილ პარტნიორობას კვლავაც აგრძელებს.

საბოლოოდ, რომელმა ქასთმა მოგგვარათ ბედნიერება და ღიმილი სახეზე? რომელი მათგანის კიდევ ერთხელ გაერთიანება გაგეხარდათ ყველაზე მეტად?

მასალის ავტორი ოთარ ვახტანგიშვილი