parasite _ movie.ge mpedia.ge

“ეს რა ჯანდაბაზე იყო საერთოდ?!” – ტრამპმა ოსკარის რეკორდსმენი ფილმიც გააკრიტიკა

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

აშშ-ს სკანდალური პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკული აზრი კინოს, კინოაკადემიას და კინო-ინდუსტრიასაც მისწვდა. ამერიკელ მოქალაქეებთან გუშინდელ შეხვედერაზე, მან თქვა რომ საერთოდ ვერ გაიგო რაზე იყო ფილმი, რომელიც აკადემიამ ასე გამოარჩია.

” – ისე წელს რა ცუდი იყო აკადემისს დაჯილდოვება, ნახეთ? და გამარჯვებულია ფილმი სამხრეთ კორეიდან. რა ჯანდაბაზე იყო ეს?! ჩვენ ისედაც ბევრი სავაჭრო პრობლემა გვაქვს სამხრეთ კორეასთან და ამის ფონზე მათ წლის საუკეთესო ფილმისთვის ჯილდო მიიღეს? ეს ვითომ კარგია?.. არ ვიცი.” – თქვა მან.

დონალდ ტრამპი ბრედ პიტსაც გადასწვდა. მისი თქმით მსახიობის ფანი არასდროს ყოფილა: “- ადგა და ბრძენი კაცის სიტყვა თქვა. პატარა ბრძენი კაცი”.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოსკარების დაჯილდოვებაზე საუკეთესო ფილმი ბონგ ჯუნ ჰოს “პარაზიტი” გახდა. რეკორდსმენი ფილმი ერთდროულად ოთხი ნომინაციის გამარჯვებულია.

“პარაზიტი” მალე, Movie.Ge-ზე