პარაზიტი - mpedia.ge

„პარაზიტი“- შავი კომედია თუ სოციალური დრამა?

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

სამხრეთ  კორეელი რეჟისორის  ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი“  „ოსკარის“ წლევანდელ, რიგით 92-ე  დაჯილდოების ცერემონიალზე სამ მთავარ  ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა- საუკეთესო  სურათი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ორიგინალი  სცენარი და საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმი;  სხვადასხვა ნომინაციაში „პარაზიტმა“ ასევე მოიპოვა გამარჯვება  კანის და „ოქროს გლობუსის“ კინოფესტივალებზე. 

   საინტერესოა,  მაინც რითი მოიპოვა  მსოფლიო კინოსამყაროს ასეთი  ყურადღება და აღიარება „შავ კომედიად“ ან „სატირულ, საშინელებათა ჟანრის კომედიად“ წოდებულმა „პარაზიტმა“?

  

 „პარაზიტი“  ეს არის თანამედროვე  კინომითი, რომელიც ეხება  სამხრეთ კორეული ფილმებისთვის  საკმაოდ ნაცნობ თემატიკას- მდიდრის  და მსახურის ურთიერთობას; ფილმი გამოირჩევა  პერსონაჟების ფსიქოლოგიის და მათი ზოგადი მისწრაფებების  მოკლე, მკაფიო დეფინიცირებებით და ალეგორიული მომენტებით;  მნიშვნელოვანი ალეგორიაა ლანდშაფტური ქვა, რომელიც კიმების ოჯახში  საჩუქრად მოაქვს კიმების ვაჟის მეგობარს, როგორც წარმატების და კეთილდღეობის  სიმბოლო და რომელიც სიუჟეტში ბოლომდე რჩება. ავტორმა ამ სიმბოლოს ბოლომდე გაშიფრვაზე  უარი თქვა, შესაბამისად იმტერპრეტირებები გარკვეულწილად მაყურებლებს მოგვანდო.

   

 ბონგ  ჯუნ ჰოს  ფილმი გვიჩვენებს  ადამიანის მისწრაფებას  გადარჩეს და გაიმარჯვოს  თანამედროვე სოციალურად უთანასწორო  გარემოში, გვიჩვენებს ერთ მუშტად შეკრული  ოჯახის ბრძოლას სიღარიბისგან თავდასაღწევად; თითქოს  ყველაფერი კანონზომიერების ჩარჩოებშია და მაყურებელიც  თანაგრძნობით და სიყვარულით განეწყობა კიმების ოჯახისადმი,  თუმცა ამბავი უჩვეულო და მოულოდნელ მდინარებას იღებს, როდესაც  კიმების ვაჟი- კი ვუ მეგობრის რეკომენდაციით სეულის უმდიდრეს ოჯახში  მასწავლებლად იწყებს მუშაობას. ოჯახის სიღარიბიდან გამოყვანის მძფრი სურვილი  კიმებს უბიძგებს მიმართონ თაღლითურ გზებს და ახერხებენ კიდეც მთელი ოჯახის პარკების  ოჯახში დასაქმებას.

   კინომითის მიზანია გვიჩვენოს, რომ თაღლითობით წარმართული  თვითგადარჩენისთვის ბრძოლა მარცხისთვის არის განწირული;  როდესაც ერთ-ერთ მომენტში მამას სინანული უტევს, ქალიშვილი  საყვედურობს და ეუბნება, რომ დაანებოს თავი ასეთ ფიქრებს და თავის  ოჯახზე იფიქროს. ეგოცენტრისტულმა აზროვნებამ, რომელიც თანამედროვე ადამიანის  იდეოლოგიის დაუწერელ კანონად იქცა, შესაძლოა ის ისეთივე საშიშ არსებად აქციოს,  როგორიც პარკების სახლის სარდაფში საიდუმლოდ მცხოვრები მოჩვენებაა. ამ მოჩვენებას სიუჟეტურის  გარდა სწორედ ალეგორიული მნიშვნელობა ენიჭება, ფილმის ფინალი კარგად გვიჩვენებს ამ მიმართებებს.

   ფილმი  ბოლომდე  დუალისტურ  განცდას უტოვებს  მაყურებელს- ერთი მხრივ  ოჯახის და მათი იდეებისადმი  თანაგრძნობა არ გვტოვებს, მეორე  მხრივ კი ბრაზს იწვევს მათი ულმობლობა  და სიხარბე. იმის ნიშანი, რომ ოჯახისადმი   თანაგრძნობა ფილმის ლაიტმოტივად მაინც ბოლომდე  რჩება, არის ფინალური, სიზმრისეული სცენა, რომელშიც  აშკარავდება კიმების ვაჟის ოცნება კოლეჯში სამსახურის  მიღებაზე და იმდენი ფულის დაგროვებაზე, რომ სახლის კანონიერად  შეძენა შეძლოს. თვით რეჟისორმა აღიარა, რომ ეს გეგმა არარეალურია,  თუმცა თუ ამ ოცნებას არსებობის უფლება აქვს, ამით შესაძლოა ბევრი  რამ არის ნათქვამი. ფინალურ სცენაში მამა სტუმრობს ვაჟს პარკების სახლში,  რომელიც უკვე კანონიერად მათია და ისინი ეხვევიან ერთმანეთს მზით განათებულ  მწვანე მდელოზე. შესაძლოა ეს არის ფილმში მთავარი კათარზისული მომენტიც.

   ბონგ  ჯუნ ჰო  წერს: „არიან  ადამიანები, რომლებიც  იბრძვიან საზოგადოების შესაცვლელად, მე  მომწონს ეს ხალხი და ყოველთვის მათ მხარეს  ვარ, თუმცა კინოს უდიდესი ძალაა გააშიშვლო ადამიანი  და მისი ძირითადი გრძნობები“.

მალე Movie.Ge-ზე, საუკეთესო ქართული, მრავალხმიანი გახმოვანებით.

ავტორი მარიამ ადამია

გაუზიარე მეგობრებს!