5 სცენა, მსახიობების იმპროვიზაციით

5 სამსახიობო იმპროვიზაცია, რომელიც ოსკარს იმსახურებს

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ხშირად კინოსამყაროში, რეალური ცხოვრების მსგავსად, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს წინასწარ იყო ჩაფიქრებული. თუმცა, ხშირად ზოგიერთი შემთხვევითობა წინასწარ დაგეგმილის სახეს იღებს, ეს კი კინოში ძალიან ხშირად ხდება, რასაც რა თქმა უნდა ვარკსვლავების სამსახიობო ნიჭს უნდა ვუმადლოვდეთ.

წარმოგიდგენიათ ნათლიას სცენა კატის გარეშე დონ კორლეონეს კალთაზე? ეს არ იყო სცენარში, ისევე როგორც შაურმის სცენა შურისმაძიებლებში ან მხიარული მეუღლის ამბავი ფილმში „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“.

წარმოგიდგენთ იმ შესანიშნავი სცენების ჩამონათვალს, რომლებიც მთლიანად მსახიობების წარმოსახვის და მათი დიდებული იმპროვიზაციის ნაყოფნი არიან.

5. „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ – ისტორია ცოლზე

ფსიქოთერაპევტის ისტორია მის გარდაცვლილ ცოლთან პატარა “შემთხვევის“ შესახებ, რომ  როცა ის იძინებდა, ხშირად აკუებდა, ერთ ღამეს კი ეს ისეთი ხმამაღლა იყო, რომ ძაღლი გამოაღვიძა. ეს მთლიანად რობინ უილიამის იმპროვიზაცია იყო. სწორედ ამიტომ, მეთ დეიმონის სიცილი ამ სცენაში სრულიად რეალურია. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დაინახავთ, რომ კამერაც მოძრაობს, რადგან სიცილი ვერ გადამღებმა შეიკავა. 

4. „გიჟური, სულელური, სიყვარული“ – ახტომა „ბინძური ცეკვებიდან“

სცენარში ახტომა არ ყოფილა გათვალისწინებული, მაგრამ რაიან გოსლინგმა ჩათვალა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა. ის ხშირად აკეთებდა იგივეს ბარებსა თუ კლუბებში მეგობრებთან ერთად, იდეაც სავარაუდოდ სწორედ აქედან მოდის.

3. „ნათლია“ – კატა დონ კორლეონეს კალთაზე

სცენარში კატა არ ყოფილა! ის შემთხვევით გამოჩნდა გადასაღებ მოედანზე და უმალვე მერლონ ბრანდოს კალთაში აღმოჩნდა. მსახიობს სხვა გზა არ ქონდა, მან დონ კარლეონეს როლის თამაში განაგრძო, რომელსაც იმ მომენტში საკმაოდ რთული საუბარი ქონდა.

2. „50/50“ – თავის გადაპარსვა

იოზეფ გორდონ-ლევიტმა გადაღების დროს რეალურად გადაპიარსა თავი გადაღების დროს, რაც სცენარით გათვალისწინებული არ ყოფილა. სეტ როგენის შეშინებული სახეც ალბათ სწორედ ამაზე მიუთითებს.


1. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2“ – ვოლდემორტის უკანასკნელი სიტყვები

იმ მსახიობების გადმოცემით, რომლებიც ამ კადრში იღებენ მონაწილეობას, რალფ ფინესი, ანუ ვოლდემორტი ყველა ჯერზე სხვანაირად ასრულებდა მის სიტყვას, რათა მისი რეაქციები რეალური ყოფილიყო. მეთიუ ლევისის თქმით, მისმა ამ საქციელმა ხელი შეუწყო იმას, რომ ვოლდემორტის გაბრაზება რეალური ყოფილიყო.

უყურეთ ფილმებს საუკეთესო ქართული, მრავალხმიანი გახმოვანებით movie.ge -ზე.

თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა