გიორგი შენგელაია - mpedia.ge

“ხომ თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ გადაღებისას მსახიობებზე ოჯახის წევრივით ზრუნავდა” – როგორ იხსენებენ გიორგი შენგელაიას?(kvirispalitra.ge)

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

დიდი ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი  გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენთან საუბარში რეჟისორი იმ ცნობილმა მსახიობებმა გაიხსენეს, რომლებსაც გიორგი შენგელაიასთან ერთად მუშაობის ბედნიერება ხვდათ წილად და ვინც ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა.
ია ფარულავა:– კინოკრიტიკოსი არ ვარ, გიორგი შენგელაიას ფილმები რომ განვიხილო, მაგრამ იგი ნამდვილად იყო ჩვენი ეპოქის უდიდესი,  მსოფლიო მასშტაბის რეჟისორი! “ფიროსმანი” და “ალავერდობა” ნამდვილი შედევრებია! ასევე ჩვენი უსაყვარლესი მიუზიკლები.


“ბატონ გიორგი შენგელაიას 1997 წელს შევხვდი… მაშინ ამერიკაში ვცხოვრობდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგი შენგელაია იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმს “სიყვარული ვენახში”, რომელიც გერმანული პროდუქცია იქნებოდა და საქართველოსთვის არ იყო განკუთვნილი. ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვედი, შევხვდი გიორგი შენგელაიას, რომელმაც როლზე მაშინვე დამამტკიცა. ფილმის გადაღებები გურჯაანში მიმდინარეობდა და ბატონ გიორგისთან მუშაობის პროცესი მეტად სასიამოვნო იყო.

კადრი ფილმიდან ,სიყვარული ვენახში'

ძალიან მგრძნობიარე იყო მსახიობების მიმართ და გამორჩეულად ყურადღებიანად გვეპყრობოდა. წინასწარ აგვიხსნა, რომ ფილმში შეიძლებოდა ეროტიკული სცენები ყოფილიყო… ფილმის გადაღებები რომ დასრულდა, ამერიკაში სრულიად დარწმუნებული დავბრუნდი, რომ საქართველოს ეკრანებზე ფილმი არ გადაიცემოდა. ასეთი იყო მოლაპარაკება. შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ეს არაფერი! ყველაზე სასიამოვნო ჩვენთვის ის იყო, რომ ფილმის გადაღებისას გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის გვერდით არაჩვეულებრივ ოჯახში ვცხოვრობდით. ბატონ გიორგის თან ახლდა შვილი – ნიკუშა შენგელაია, თავისი სტუდენტები, კარგ დროს ვატარებდით და ძალიან ტკბილად მახსენდება ის პერიოდი.


გადაღებების შემდეგ გიორგი შენგელაიას ბევრჯერ შევხვდი, დავსხდებოდით და უამრავ საინტერესო ისტორიას ყვებოდა თავისი ცხოვრებიდან, შემოქმედებიდან… ყოველმხრივ ძალიან საინტერესო და უგანათლებულესი ადამიანი იყო!


გიორგი შენგელაიამ რომ “ფიროსმანი” გადაიღო, მიხეილ ჭიაურელს უთქვამს, შენ უკვე იმხელა შედევრი შექმენი, ამაზე დიდი რამის შექმნა შეუძლებელიაო… თუმცა შემოქმედს სულ აქვს განწყობა, ფილმებს ქმნიდეს და სამწუხაროა, რომ “ფიროსმანის” და “ალავერდობის” შემდეგ არ მიეცა საშუალება რამე შედევრალური შეექმნა, თუმცა მისი სხვა ფილმებიც ხალხისთვის ძალიან საყვარელი და სახალისოა! განაგრძეთ კითხვა