სოფი ტერნერი ფეხმძიმედაა - mpedia.ge

“ქურთუკი ვერ დაფარავს ბავშვს” – ჩრდილოეთის დედოფალი ფეხმძიმედაა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს” – 23 წლის სოფი ტერნერი(სანსა სტარკი, “სამეფო კარის თამაშები”) პირადად არ ადასტურებს ჭორებს მისი ორსულობის შესახებ, თუმცა ჰოლივუდური ჭორების მიხედვით “ქურთუკი ვერ დაფარავს ბავშვს”. ის თავის ქმართან, ძმასთან და რძალთან ერთად ჩადიოდა აეროპორტში, როცა სოფიმ დაინახა პაპარაცი და უმალვე მოიცვა უზარმაზარი ქურთუკი, როცა 14 თებერვალს, სტუმრად ჩავიდნენ იტალიის ჩრდილოეთით, მილანში.

სოფი თავისი ვიზულის დაჩრდილვით ახერხებდა ფეხმძიმობის დამალვას, სათვალეებით, მუქი ქუდითა და დიდი ქურთუკით. მილანში გამგზავრებამდე წყვილი ისვენებდა შვეიცარიაში, რაც საკმაოდ ჭკვიანურია ორსულობის დასამალად – ცივი შვეიცარიისთვის არავის გაუკვირდება სქელი ქურთუკები.

მას შემდეგ რაც ორსულობის შესახებ ცნობები გამჟღავნდა, წყვილის მეგობარმა, “HollywoodLife”-ზე დაწერა „თქვენ {სოფი და ჯო} ძალიან ჩქარობთ, თუმცა მეგობრები და ოჯახი სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“

უყურეთ ფილმებს Movie.Ge-ზე, საუკეთესო ქართული, მრავალხმიანი გახმოვანებით.

მასალის ავტორი მერი ტაკიძე