5 ფილმი ფოტოგრაფიის შესახებ

5 ფილმი ფოტოგრაფიისა და ფოტოგრაფების შესახებ

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“დედამიწის მარილი / The Salt of the Earth”, (2014)

ბოლო 40 წლის განმავლობაში, ფოტოგრაფი სებასტიანო სალგადო მოგზაურობდა კონტინენტებზე, მუდმივად ცვალებადი კაცობრიობის კვალდაკვალ. ის შეესწრო ჩვენი უახლესი ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან მოვლენას: საერთაშორისო კონფლიქტებს, შიმშილს, გადასახლებას. სიცოცხლის ბოლო წლებში, დედამიწისადმი მადლიერების ნიშნად, იწყებს უცნობი ტერიტორიების, ველური ფაუნის, ფლორის და გრანდიოზული ლანდშაფტების აღმოჩენას, როგორც უზარმაზარი ფოტოგრაფიული პროექტის ნაწილს. სებასტიანო სალგადოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ჩვენთვის ცხადყოფს მისი ვაჟი, ჟულიანი, რომელიც მამასთან ერთად წავიდა ბოლო მოგზაურობაში.

ვივიენ მაიერის აღმოჩენა / Finding Vivian maier”, (2013)

ვივიენ მაიერი განიხილება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ქუჩის ფოტოგრაფად. ის მუშაობდა ძიძად და მუდამ თან დაჰქონდა თავისი საყვარელი ნივთი, ფოტოაპარატი.  ის საკმაოდ უცნაური და ჩაკეტილი პიროვნება გახლდათ. აქედან გამომდინარე, თავისი შემოქმედების შესახებ არავის უმხელდა. მისი ნამუშევრები აუქციონზე მოყვარულმა ისტორიკოსმა ჯონ მალოოვმა იყიდა. აქედან დაიწყო ამ შესანიშნავი ფოტოგრაფის გაცნობა მსოფლიოსთვის, რომელსაც სიცოცხლის მანძილზე 100 000 ფოტო ნამუშევარი დაუგროვდა. ფილმი მოიცავს ათობით ინტერვიუს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეგონათ, რომ ვივიენს კარგად იცნობდნენ და გვახედებს იმ ქალის უზარმაზარ, მრავალფეროვან სამყაროში, რომლის ცხოვრება ერთი შეხედვით მოსაწყენი ჩანდა.

“შერეკილების კლუბი / The Bang Bang Club”, (2010)

შერეკილების კლუბი კლუბი არის ნამდვილი ამბავი ოთხ ახალგაზრდა ომის ფოტოგრაფზე, რომელთაც თავიანთი შემოქმედებით სურთ სიმართლის თქმა იმ მოვლენებზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, პირველი თავისუფალი არჩევნების შემდეგ განვითარდა. გრეგ მარინოვიჩი, კევინ კარტერი, კენ ოსტერბოეკი და ჟოან სილვა არნახული სიმამაცით ცდილობენ პასუხი გასცენ იმ მოლარულ კითხვებს, რომელიც სიმართლის გამოვლენას უკავშირდება.

რობერტ კინგის გადაღება / Shooting Robert King “, (2009)

რობერტ კინგის  გადაღება გადაგიყვანთ წარმოუდგენელ მოგზაურობაში, რომელიც მოიცავს 15 წელს და სამ ომს. ბავშვობიდან სრულწლოვნებამდე, ეს არის სრული ისტორია ერთი ადამიანის ვნებიან სწრაფვაზე, გახდეს პულიცერის პრემიის მფლობელი.  მას ეს სწრაფვა იმაზე მეტი დაუჯდება, ვიდრე შეეძლო ოდესმე წარმოედგინა. ფილმი პირველ რიგში გვიჩვენებს თანამედროვე კონფლიქტების, სასტიკ დაუნდობელ სახეს.

“ბეწვი: დიანა არბუსის წარმოსახვითი პორტრეტი / AN IMAGINARY PORTRAIT OF DIANE ARBUS”, (2006)

დიანა არბუსი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ამერიკელი ფოტოგრაფია. მისი შემოქმედება ხასიათდება  მისტიური და უცნაური ადამიანების პორტრეტებით. „ბეწვი: დიანა არბუსის წარმოსახვითი პორტრეტი“ არის მხატვრული ფილმი იმის შესახებ, რასაც ცნობილი ხელოვანი განიცდიდა 1950-იანი წლების  ბოლოს. მაშინ, როდესაც დაიღალა დიასახლისის როლით და ცილობდა დაეტოვა შემოქმედებითი კვალი.

ავტორი: ნინო გულუხაიძე

უყურეთ ფილმებს საუკეთესო ქართული, მრავალხმიანი გახმოვანებით ონლაინ New.Movie.Ge-ზე