“ფორსაჟი 9”-ის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა 😱🔥

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

სულ ცოტა ხნის წინ The Fast & Furious-ის ფრენჩაიზის მეცხრე ფილმის პირველი სრული ტრეილერი გავრცელდა, რომელშიც საქართველოში გადაღებული სცენების რამდენიმე კადრიც მოხვდა. ფილმის გადაღებები საქართველოში აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა.

პროგრამა გადაიღე საქართველოს ფარგლებში ფილმის გადაღებები 5 კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე.

The Fast & Furious-ის პირველი ფილმის პრემიერა 2001 წელს შედგა და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სერია გახდა: 8 ფილმის საერთო შემოსავლებმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მე-9 ნაწილი რეჟისორმა ჯასტინ ლინმა გადაიღო, მასში კი ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, შარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ქარდი ბი მონაწილეობენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 22 მაისს შედგება.