გამოიმუშავე თანხა მარტივად

გამოიმუშავე თანხა მარტივად მუვიჯის ახალ პროექტში “კადრები ფილმიდან”

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ფილმებისა და საიტების ონლაინ პლატფორმა Movie.Ge განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, საიტზე განხორციელებული ტექნიკური სამუშაოების შედეგად მომხმარებლის კომფორტისთვის განახლდა საიტის ვიზუალური მხარე, განახლდა მსახიობთა ბაზა, დაემატა  „განაგრძე ყურების“ ფუნქციონალი და ა.შ.

განახლებული Movie.Ge ახალ პროექტს იწყებს – „კადრები ფილმიდან“ პლატფორმის საზოგადოებრივი პროექტია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა პლატფორმასთან თანამშრომლობით გამოიმუშაოს თანხა მარტივად სახლიდან გაუსვლელად და საყვარელი, გასართობი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციოს.

საიდან გაჩნდა იდეა და როგორია პროცესი დეტალურად, ამის შესახებ Movie.Ge-ს დამფუძნებელი მინდია ბექაური გვესაუბრება.

– ადამიანებს ფილმის ყურების სურვილს, თრეილერებზე მეტად ამ ფილმებიდან მოკლე მონაკვეთების ნახვა უმძაფრებთ. მომხმარებლები სოციალურ ქსელებსა და ჯგუფებში ხშირად გვიზიარებდნენ სახალისო, საინტერესო, გამორჩეულ ნაწილებს მათი საყვარელი ფილმებიდან. აქედან გაჩნდა იდეა, რომ საიტზე ფილმების, სერიალების და თრეილერების გარდა, გაგვეჩინა კატეგორია, რომელშიც სწორედ ამ ტიპის მოკლე ვიდეოებს განვათავსებდით. პროდუქტის განვითარების პროცესში, გადავწყვიტეთ, რომ პროექტი გაცილებით მასშტაბური ყოფილიყო, მასში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაგვერთო და „კადრები ფილმიდან“ საზოგადოებრივ საქმიანობად გადაგვექცია.

ვის შეუძლია გახდეს ამ განსხვავებული და ძალიან საინტერესო პროექტის მონაწილე და როგორ ხდება რეგისტრაცია? ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ამ პროექტის ერთ-ერთი წევრი გახდეს. მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მას შეუძლია საყვარელი ფილმიდან, სერიალიდან, შესაბამისი სტანდარტების დაცვით, ამოჭრას სასურველი მონაკვეთი(ვიდეოს დამუშავების სტანდარტები პროექტის გვერდზე “გამოიმუშავე“ დეტალურადაა აღწერილი). დამუშავების შემდეგ ვიდეო უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მისმართზე videos@movie.ge. აღნიშნული ვიდეო გაივლის მოდერაციას და განთავსდება კატეგორიაში „კადრები ფილმიდან“, ვიდეოს ავტორი კი მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას.

აქვს თუ არა მაქსიმალური ლიმიტი კონკრეტულ პირს ვიდეოების რაოდენობასთან დაკავშირებით და როგორ იღებს ის კუთვნილ ანაზღაურებას?

– ანაზღაურებას მის მიერ მომზადებულ თითოეულ ვიდეოზე მიიღებს. ანგარიშსწორება კი თვეში ერთხელ, მის მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე განხორციელდება. რაც შეეხება ვიდეოების რაოდენობას –  მაქსიმალური ლიმიტი არ გვაქვს. როცა დაინტერესებული პირი რეგისტრირდება პროექტში, მას ვუკავშირდებით და ვუხსნით პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს. სურვილის შემთხვევაში კი მათთან, ჯგუფურ საინფორმაციო შეხვედრას ვგეგმავთ, სადაც პროექტის მასშტაბებეზე, კონტენტის დამუშავების დეტალებზე და მიზნებზე უშუალოდ ვისაუბრებთ.

როდიდან შეეძლებათ ადამიანებს, ამ პროექტში მონაწილეობის მიღება?

– მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სულ ცოტა ხნის წინ ჩაეშვა, უკვე საკმაოდ აქტიური წევრები ჰყავს, რომლებიც ძალიან კარგ მასალას გვიგზავნიან და პროექტში ჩართვის და აქტიურობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ პროექტი „კადრები ფილმიდან“ გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე დასაწყისში გვეგონა, რადგან ადამიანებს მიეცათ საშუალება, ანაზღაურება მიეღოთ იმ საქმისგან, რომელსაც ისედაც აკეთებდნენ, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. იმედია, რომ ყველა ასეთ ადამიანთან „კადრები ფილმების“ შესახებ ინფორმაცია ძალიან მალე მივა.

მინდია, მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს ვუსურვებთ პროექტს და თქვენ.

– მადლობა დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ: “გამოიმუშავე“

იხილეთ ვიდეო ტუტორიალი: