12 თანამედროვე ფილმი მათთვის, ვისაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი ნანახი აქვთ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

კინოს მოყვარულთათვის ფილმის არჩევა ზოგჯერ ძალიან დამღლელი და რთული პროცესია, რადგან თითქოს ყველაფერი ნანახი აქვთ ან არ მოსწონთ. წარმოგიდგენთ საუკეთესო თანამედროვე ფილმების სიას, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ.



1. Two is a family/ორი ნიშნავს ოჯახს

ახალგაზრდა სამუელი იახტით ასეირნებს მდიდარ ხალხს და ფულს ამით შოულობს. თავისუფალ დროს ის პლაჟზე ერთობა და ხვდება ახალგაზრდა გოგონებს. მაგრამ ერთ დღეს ის შეხვდება ქალს, პატარა გოგონასთან ერთად, რომელიც იმ ქალის მტკიცებით, სამუელის შვილია. სამუელი გადაწყვეტს, რომ ზედმეტი პრობლემები არ სჭირდება და  ქალისგან გაქცევას სცდის, თუმცა, მარტივი არაფერია…
ეს კეთილი და ლამაზი ფილმი მხოლოდ დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში. 

უყურე

2. The Zooskeeper’s wife/ზოოპარკის მფლობელის ცოლი

ამ ფილმში ერთდროულად მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რამდენიმე ისტორია. ისტორია სიმამაცეზე, სიყვარულსა და სიბრალულზე. ანტონინა ზაბინსკი, მთავარი პერსონაჟი, და მისი ქმარი ჯენი ვერ ეგუებიან იმ უსამართლო ფაქტებს, რომლებიც მათ ქალაქში ხდება. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველებიც კი. ისინი რისკს არ უშინდებიან. 

3. A monster calls/ურჩხული გიხმობს

ისტორია არის ბიჭზე, სახელად კონორზე, რომელიც ძალიან მალე გაიზარდა. დედამისი კიბომ იმსხვერპლა, მამა არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს ბავშვზე, კლასელები კი ბიჭს სულ დასცინიან.
თუმცა, ერთხელ ქუჩაში გამოჩნდება მოჩვენება, რომელიც ბიჭს ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. 

უყურე

4. From the Land of the Moon/სიყვარულის ილუზია

მშობლებმა გაბრიელა დააქორწინეს კაცზე, რომელიც მას არ უყვარდა. იმის მიუხედავად, რომ ქმარი ძალიან პატიოსანი და მშვიდი კაცი იყო, მისი ცხოვრება ციხეში ჯდომას დაემსგავსა. მოგვიანებით ის დაავადდა და ექიმებმა  მკურნალთან გაგზავნეს. მან გაიცნო და შეუყვარდა მკურნალი. მათ გადაწყვიტეს, გაქცეოდნენ ყოველდღიურ რუტინას.
ეს ფილმი რეკომენდებულია დაოჯახებული წყვილებისთვის.

განაგრძე კითხვა

უყურე ფილმებს ონლაინ განახლებულ new.Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!