ჯიმ ქერი 58 წლის გახდა – ნახეთ საყვარელი მსახიობის და კომიკოსის ფილმოგრაფია

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი, ამერიკელ-კანადელი მსახიობი და კომიკოსი, ყველასთვის საყვარელი ჯიმ ქერი იუბილარია – 1962 წლის 17 იანვარს კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში კეტლინ და პერსი კერების ოჯახში დაიბადა.

მისი კარიერა სატელევიზიო საქმიანობიდან დაიწყო. ერთ-ერთ კომედიურ შოუში მონაწილეობით, რომლის წამყვანიც ერთ წელიწადში თავადვე გახდა. 1981 წელს ის ლოს-ანჯელესში გადავიდა და მუშაობა დაიწყო “კომედი სთორიში”.

1983 წლიდან ეპიზოდურ როლებს იღებდა სხვადასხვა ფილმებში. მისი პირველი ფილმი “კუპერის მთები” იყო. საყოველთაო აღიარება და სიყვარული კი მიიღო  ფილმებით: „ეის ვენტურა – ცხოველების დეტექტივი“ და „ეის ვენტურა – როდესაც ბუნება გიხმობს“ , ასევე ფილმებით „ნიღაბი“, „მეკაბელე“ და „მატყუარა, მატყუარა“ . 1998 და 1999 ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის „ტრუმენის შოუ“ და „ადამიანი მთვარეზე“ „ყოვლისშემძლე ბრიუსი“ , „დიკის და ჯეინის გართობა“ და „ყოველთვის თქვი დიახ“.

ფილმოგრაფია:

  • 1983    წ.         სექსი და ძალადობა ოჯახში
  • 1983    წ.         კუპერის მთები
  • 1983    წ.         ყველაფერი გემრიელად
  • 1984    წ.         მაძებრები და მცველები
  • 1985    წ.         ერთხელ დაჭერილი
  • 1986    წ.         პეგი სიუ ქორწინდება
  • 1988    წ.         მკვდარი აუზი
  • 1989    წ.         დედამიწელ გოგონებს ხელში იოლად ჩაიგდებ
  • 1989    წ.         ვადისფერი კადილაკი
  • 1991    წ.         მაღალი ძაბვა
  • 1994    წ.         ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი
  • 1994    წ.         ნიღაბი
  • 1994    წ.         ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი
  • 1995    წ.         ბეტმენი სამუდამოდ
  • 1995    წ.         ეის ვენტურა-როდესაც ბუნება გიხმობს
  • 1996    წ.         მეკაბელე       
  • 1997    წ.         მატყუარა, მატყუარა
  • 1998    წ.         ტრუმენის შოუ
  • 1998    წ.         საიმონ ბირჩი
  • 1999    წ.         ადამიანი მთვარეზე  
  • 2000    წ.         მე, ისევ მე და ირენი 
  • 2000    წ.         როგორ მოიპარა გრინჩმა შობა
  • 2001    წ.         მაჯესტიკი

  • 2003    წ.         ყოვლისშემძლე ბრიუსი
  • 2004    წ.         ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება
  • 2004    წ.         ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა     
  • 2005    წ.         დიკის და ჯეინის გართობა
  • 2007    წ.         რიცხვი 23
  • 2008    წ.         ჰორტონს ესმის
  • 2008    წ.         ყოველთვის თქვი დიახ
  • 2009    წ.         საშობაო ისტორია
  • 2009    წ.         მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის
  • 2011    წ.         მისტერ პოპერის პინგვინები
  • 2013    წ.         არაჩვეულებრივი ბარტ ვანდერსტოუნი     
  • 2013    წ.         გაინძერი 2     
  • 2013    წ.         ტელეწამყვანი 2: ლეგენდის გაგრძელება               
  • 2014    წ.         „ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი 2“

უყურეთ ფილმებს Movie.Ge-ზე