Sony Pictures “მორბიუსის” პირველ ტრეილერს აქვეყნებს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

Sony-მ ადამიანი-ობობას სპინოფის “მორბიუსის” პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. მორბიუსის როლს ლეგენდარული მსახიობი ჯარედ ლეტო ასრულებს.

ნახეთ ტრეილერი:

მორბიუსი Marvel-ის მიერ შექმნილი პერსონაჟია, რომელიც “ადამიანი-ობობას” ფილმებში და კომიქსებში ჩნდება. მაიკლ მორბიუსი იშვიათი სისხლის დაავადების მქონე მეცნიერია, რომლის ორგანიზმსაც ერთ-ერთი ექსპერიმენტში შეჭრილი ღამურა აავადებს, რის შემდეგაც მორბიუსი არაამქვეყნიურ, ვამპირულ უნარებს შეიძენს.

მორბიუსი პირველად კომიქსებში 1971 წელს გამოჩნდა ადამიან-ობობასთან დაპირისპირებაში, ხოლო შემდეგ თანდათან, ანტი-გმირიდან, დადებით პერსონაჟად ჩამოყალიბდა.

ფილმის გადაღებები, 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ბოლო ანონსის მიხედვით “მორბიუსი” ეკრანებზე 2020 წლის 31 ივლისს გამოვა.