“მხედვარი / The Witcher” – ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ფენტეზის ჟანრის, მძაფრ-სიუჟეტიანი სერიალია

იპოვე ფილმი სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

Netflix -ის ახალი სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი სერიალი “მხედვარი / The Witcher” ეკრანებზე გამოსვლისთანავე მოექცა კინო საზოგადოების ყურადღების ქვეშ. რვა ეპიზოდისგან შემდგარი პირველი სეზონი უკვე დასრულდა. ქართველ მაყურებელს მისი ყურება movie.ge -ზე შეუძლია.

“საგა მხედვარზე” ფენტეზის ჟანრის რომანთა სერიაა, რომლის ავტორიც პოლონელი მწერალი ანჯეი საპოვსკია. ურჩხულებზე მონადირე გერალტ რივიელი – მთავარი პერსონაჟი, ბავშობაში გადატანილი მუტაციის შემდეგ, მრავალ სხვადასხვა უნარს იძენს და საკუთარი მორალური კოდექსის შესაბამისად, ცდილობს არ გაეხვეს იმ დროისთვის დამახასიათებელ ინტრიგებში, თუმცა მაინც აღმოჩნდება, ორი უდიდესი იმპერიის დაპირისპირების შუაგულში.

სხვადასხვა პერიოდში რომანის მიხედვით იქმნებოდა კომიქსები, შექმნილია რამდენიმე თამაშის ვერსია, დაიდგა როკ-ოპერა. “მხედვარის” გამოგონილი კონტინენტისგან გამომდინარე, სპეციალურად რომანისთვის, შეიქმნა სამყაროს ახალი რუკაც. სწორედ ამიტომ, მაყურებელთა დიდი ნაწილი, სკეპტიკურად იყო განწყობილი სერიალისადმი – რამდენად კარგად მოახერხებდა სტუდია და სრულიად უცნობი მსახიობები, კულტად ქცეული საგას ეკრანიზებას? – საბედნიეროდ მათი ეჭვები გაქარწყლდა – “მხედვარი”, განხილვის ყველა ასპექტში, მოიაზრება როგორც ბოლო პერიოდის რთ-ერთი საინტერესო კინო სურათი. თუმცა, მისი სრული აღქმა, იმ მაყურებლებს, რომლებიც რომანს არ იცნობენ, რამდენადმე რთულდება.

მთავარ როლს ჰენრი კევილი ასრულებს.

გარკვეული პარალელებიდან გამომდინარე “მხედვარს” შედარებულია, ბოლო ათწლეულის საკულტო სერიალზე “GOT”.

უყურე ონლაინ movie.ge-ზე