იუბილარი ჯეიკ ჯილენჰოლის ფილმოგრაფია

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

“სამსახიობო საქმიანობის საშუალებით, შემიძლია საკუთარ თავს უფლება მივცე ძლიერი განცდები გამოვცადო და ისე მოვიქცე, როგორც რეალურ ცხოვრებაში ვერასდროს მოვიქცეოდი. ეს ხანდახან სახალისოა − დააკვირდე საკუთარ თავს პერსონაჟის იმიჯში. როცა სამყაროს განსხვავებული რაკურსებიდან უყურებ, ძალიან ბევრს სწავლობ”.

ჰოლივუდის მსახიობი ჯეიკობ ბენჯამინ “ჯეიკ” ჯილენჰოლი 1980 წლის 19 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში, სტივენ ჯილენჰოლისა და ნაომი ფონერის ოჯახში დაიბადა. რეჟისორი მამისა და სცენარისტი დედის ზეგავლენით კი, სამსახიობო სფერო, მისთვის ბავშვობიდანვე მიმზიდველი გახდა.

21 წლის ასაკში, მან პირველად ითამაშა საკულტო ფილმში “დონი დარკო”, სადაც ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პერსონაჟის როლი შეასრულა. 2000-იანი წლებიდან კი მისი პოპულარობა ჰოლივუდში, უფრო და უფრო იმატებდა. დღეისათვის კი ის, მსოფლიოს კინომოყვარულებისთვის, ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია და შეიძლება ითქვას კიდეც, რომ დაანონსებულ ფილმში მისი მონაწილეობა, ფილმის ხარისხსაც კი განსაზღვრავს.

ჯეიკ ჯილენჰოლის ფილმოგრაფია:

  1. ხავერდოვანი ბენზოხერხი

2. სტრინგერი

3. ზოდიაქო

4. კუზიანი მთა

5. მტერი

6. დონი დარკო

7. ევერესტი

8. ცაცია

9. სიყვარული და სხვა წამლები

10. ტყვეები

უყურეთ ფილმებს movie.ge -ზე