კვირის #TOP5 მძაფრსიუჟეტიანი ფილმი მუვი.ჯი-ს გახმოვანებით

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

მომავალი უქმეებისთვის, მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულებს წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ TOP5 ფილმს, რომელიც #MovieGe -მ ქართულად, მრავალ ხმაში გაახმოვანა.

ჯონ ვიკი: თავი 3 – პარაბელუმი / John Wick: Chapter 3 – Parabellum

ასასინების ცნობილი წევრის მკვლელობის შემდეგ, ჯონ ვიკი კლანის მიერ იძებნება, ხოლო მისი სიცოცხლე 14 მლნ დოლარადაა შეფასებული და მასზე ყველა ნადირობს.

ფორსაჟი წარმოგიდგენთ: ჰობსი და შოუ / Fast & Furious Presents: Hobbs & Shaw

“ჰობსი და შოუ”, “ფორსაჟის” სფინოფს წარმოადგენს. სადაც საოცარი იდრის ელბას ბოროტმოქმედი პერსონაჟის წინააღმდეგ დუეინ ჯონსონისა და ჯეისონ სტეტჰემის პერსონაჟები ძალებს აერთიანებენ.

გოძილა 2: მონსტრების მეფე / Godzilla: King of the Monsters

კრიფტო-ზოოლოგიური სააგენტო მონარქი და მათი წევრები, ღვთაებრივი ზომის მხეცებს უპირისპირდებიან. სუპერსახეობების მითი რეალობა ხდება, კაცობრიობის წონასწორობა კი ირღვევა.

გაიხედე / Look Away

საშინელებათა ფილმების მოყვარულებს, 2018 წლის ფსიქოლოგიური ტრილერი, თანატოლებისგან გარიყული მარიას შესახებ მოუთხრობს, რომლის ისტორიაც განსაკუთრებულობას მას შემდეგ შეიძენს, რაც მარია საკუთარ თავში ბოროტ მხარეს იპოვის.

რემბო: უკანასკნელი სისხლი / Ramboo: Last Blood

უკანასკნელ ეპიზოდში, ჯონ რემბოს, საკუთარ წარსულთან შეხვედრა და მასთან საბოლოო დაპირისპირება უწევს.

გმირი არიზონაში, ადამიანებისგან შორს, შეძენილ ოჯახთან მარიასთან და მის პატარა შვილიშვილთან – გაბრიელასთან ერთად ცხოვრობს. წვრთნის ცხენებს და საღამოობით, სახლის აივანზე, სარწეველა სავარძელში, ფიქრებში იძირება. სვამს ძლიერ დამამშვიდებელ წამლებს(ტანქვილიზატორებს) და წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა აღიარებს, რომ არ შეცვლილა, უბრალოდ საკუთარი თავის გაკონტროლებას ახერხებს. მიუხედავად ყველაფრისა, ჯონის სახლი მაინც თავდაცვითი და საბრძოლო მიზნით აგებულ მიწისქვეშა გვირაბებზე დგას.

უყურე ფილმებს Movie.Ge-ზე.