რემბო; უკანასკნელი სისხლი

“Rambo: Last Blood” – ჯონ რემბო სარწეველა სკამიდან, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ბრუნდება

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

სულ ცოტა ხნის წინ, კინოეკრანებზე ლეგენდარული სერიების “რემბო” უკანასკნელი ნაწილი “Rambo: Last Blood” გამოვიდა, რომელიც უკვე ითარგმნა და გახმოვანდა ქართულად Movie.Ge-ს მიერ. “Rambo: Last Blood” სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით, კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო კინომოყვარულთა მასშტაბური ყურადღების ქვეშ.

უკანასკნელ ეპიზოდში, ჯონ რემბოს, საკუთარ წარსულთან შეხვედრა და მასთან საბოლოო დაპირისპირება უწევს.

გმირი არიზონაში, ადამიანებისგან შორს, შეძენილ ოჯახთან მარიასთან და მის პატარა შვილიშვილთან – გაბრიელასთან ერთად ცხოვრობს. წვრთნის ცხენებს და საღამოობით, სახლის აივანზე, სარწეველა სავარძელში, ფიქრებში იძირება. სვამს ძლიერ დამამშვიდებელ წამლებს(ტანქვილიზატორებს) და წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა აღიარებს, რომ არ შეცვლილა, უბრალოდ საკუთარი თავის გაკონტროლებას ახერხებს. მიუხედავად ყველაფრისა, ჯონის სახლი მაინც თავდაცვითი და საბრძოლო მიზნით აგებულ მიწისქვეშა გვირაბებზე დგას.

მისი მშვიდი ცხოვრების რიტმი კი მაშინ იცვლება, როცა გაბრიელა მამის მისამართს გაიგებს და მექსიკაში წასვლას გადაწყვეტს, რომ მათი მიტოვების მიზეზი გაიგოს. მიუხედავად ჯონის და მარიას წინააღმდეგობისა, თინეიჯერი მექსიკაში იპარება. მამასთან შეხვედრის და კიდევ ერთი, მწარე უარყოფის შემდეგ მას ტრეფიკინგის მიზნით იტაცებენ.

ჯონი, ახალი ამბის გაგებისთანავე, გაბრიელას მოსაძებნად მიდის და მალევე პოულობს, თუმცა მისი დახსნა არც თუ ისე მარტივია და ძველი მეომარი, ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი ხდება, საიდანაც დამოუკიდებელი ჟურნალისტი დაიხსნის, რომლის დაც, ამავე კრიმინალურმა დაჯგუფებამ იმსხვერპლა.

ზედმიწევნით სწორად დაგეგმილი ფინალური, საომარი სცენა, მის სახლში არიზონაში ვითარდება.

ფილმს გამოსვლისთანავე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგიერთი მას სუსტ, დროში გაწელილ და უშინაარსო სურათად ახასიათებს, ზოგის აზრით კი, უკანასკნელი ეპიზოდი, საერთოდ არ შეესაბამება “რემბო”-ს სტილს და ხასიათს. ხუმრობენ კიდეც, რომ ბოლო სცენა, სადაც ჯონი მტერს გვირაბებში იტყუებს და საბრძოლო მზადებაც, საახალწლო, საბავშვო დრამა “მარტო სახლში”-ს გამეორებაა.

უყურეთ Movie.Ge -ზე:

რემბო: პირველი სისხლი / Ramboo: First Blood 

რემბო 2 / Rambo: First Blood Part II

რემბო 3 / Rambo III

რემბო 4 / Rambo

რემბო: უკანასკნელი სისხლი / Rambo: Last Blood