ლეონარდო დი კაპრიო და რობერტ დე ნირო მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში ითამაშებენ

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

დევიდ გრანის გახმაურებული რომანის “Killers of The Flower Moon”-ის მიხედვით, მარტინ სკორსეზე ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს, რომელშიც რობერტ დე ნირო და ლეონარდო დი კაპრიო იათამაშებენ.

ინფორმაციას გამოცემა Collider-ი ავრცელებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, გადაღებები მომავალი წლის მარტიდან დაიწყება.

ფილმი ოკლაჰომაში, ადგილობრივი ტომის წევრების, ბურუსით მოცულ მკვლელობებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კინომოყვარულების ყურადღება ამ ეტაპზე, სკორსეზეც ბოლო ფილმის “ირლანდიელისკენ” არის მიმართული, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

გაუზიარე მეგობრებს!