Marvel-ი ახალ ტრეილერს აქვეყნებს – “შავი ქვრივი / Black Widow” კინოეკრანებზე, 2020-ის პირველ მაისს გამოვა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ნორვეგია, ბუდაპეშტი, მაროკო, ინგლისი და მაკონა – ეს ის ადგილებია, სადაც 2019 წლის მაისიდან ოქტომბრამდე Marvel-ის ახალი, სუპერჰირო სურათის “შავი ქვრივი / Black Widow”-ის გადაღებები მიმდინარეობდა.

ნახეთ ტრეილერი:

“შავი ქვრივი / Black Widow” დაფუძნებულია Marvel-ის კომიქსების, ამავე სახელწოდების პერსონაჟის ისტორიაზე. დამზადებულია ამავე სტუდიის, ხოლო გავრცელებულია Walt Disney Studios Motion Pictures-ის მიერ, რომელიც მარველის სამყაროში, 24-ე ფილმის გადაღებას აპირებს. ფილმის რეჟისორი კეიტ შორტლენდი, ხოლო სცენარისტები ჯეკ შოფერი და ნედ ბენსონი არიან.

შავი ქვრივის, ნატაშა რომანოვის როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ რეიჩელ ვეიზი, დევიდ ჰარბორი და ფლორენს პუგი.

მოქმედება “კაპიტანი ამერიკა” 2016-ის შემდგომ ვითარდება, სადაც შავი ქვრივი იძულებულია საკუთარ წარსულს დაუპირისპირდეს.

“შავი ქვრივი / Black Widow” კინოეკრანებზე 2020 წლის პირველ მაისს გამოვა.