16 საშემოდგომო ფილმი, რომელიც სიმყუდროვის შეგრძნებას გაჩუქებთ

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

როცა გარეთ წვიმს და ქარია, განსაკუთრებით სასიამოვნოა ფილმების ყურება. გთავაზობთ თქვენთვის შერჩეულ ფილმებს.

1. თუ დავრჩები



ახალგაზრდა მია ავარიის შემდეგ კომაში ვარდება. სხეულიდან გასულმა გოგონამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაღვიძება და ისეთი განსხვავებული ცხოვრების გაგრძელება, ვერასოდეს რომ ვერ წარმოედგინა. ის არჩევანის წინაშეა: ან მუსიკალური ოცნება უნდა აისრულოს და ჯულიარდში ჩააბაროს, ან სულ სხვა გზას გაჰყვეს თავის ერთადერთ სიყვარულთან, ადამთან ერთად.

უყურეთ ონლაინ

2. როცა ჰარი შეხვდა სალის

ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, ერთმანეთის გვერდით არიან სხვადასხვა რთული სიტუაციის დროს, ახლობელი ადამიანის ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?

უყურეთ ონლაინ

3. მონა ლიზას ღიმილი

კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად.

უყურეთ ონლაინ

4. შეპყრობილი

მეთიუ, რეკლამის ბიზნესში მომუშავე ახალგაზრდა ჩიკაგოელი, ჩინეთში მივლინებას დროებით გადადებს, როცა დაინახავს ლიზას, მისი ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც ორი წლის წინ შეხვდა და არც კი გამოლაპარაკებია, უბრალოდ, რესტორანთან მოჰკრა თვალი.

უყურეთ ონლაინ

5. სახლი ტბის პირას

მომხიბვლელი ექიმი ყიდულობს უჩვეულო სახლს ტბის პირას. სახლის ძველი პატრონი მას სასიყვარულო წერილებს უგზავნის. მათ უნდა სცადონ ამ მისტიკური უჩვეულო ურთიერთობის ამოხსნა, სანამ გვიანი არ იქნება.

უყურეთ ონლაინ

6. სიამაყე და ცრურწმენა

მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი – მისტერ ბიგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას.

უყურეთ ონლაინ

7. დუპლექსი

როდესაც ახალგაზრდა წყვილმა მათი ოცნების სახლი შეიძინა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რისი გადატანა მოუხდებოდათ მოხუცი მეზობლის წყალობით.

უყურეთ ონლაინ

8. პენელოპა

მდიდრების ოჯახში დაბადებულ პენელოპას უძველესი ოჯახური წყევლა ადევს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოეხსნება, როდესაც ვიღაც შეიყვარებს.