5 ანიმაცია, რომელსაც უქმეებზე თქვენს შვილებთან ერთად უნდა უყუროთ

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

რამდენიმე ხნის წინ mpedia.ge-მ სპეციალურად მშობლებისთვის, საკმაოდ ვრცელი ანალიტიკური სტატია მოამზადა, რომელშიც ბავშვთა ფსიქოლოგი ანი სალდაძე, ანიმაციის ზეგავლენის – მისი დადებითი და უარყოფითი როლის შესახებ საუბრობდა. დადასტურებული და ცხადი ფაქტია, რომ ანიმაციური სურათი ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში, საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს და თუ ის სწორად შერჩეულია, სწორად აყალიბებს მის აღქმებს და დამოკიდებულებებს. ბავშები ანიმაციური ფილმების დახმარებით, გაცილებით უკეთ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, სწავლობენ ურთიერთობებს და იყალიბებენ ქცევის წესებს.

ანიმაციური სურათები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით უნდა შეირჩეს. მნიშვნელოვანია, მშობელმა ჯერ თავად იცოდეს შინაარსი, რომ ბავშვი უნებლიე, უარყოფითი ზეგავლენისგან ან სტრესისგან დაიცვას. ფსიქოლოგების რჩევით, მიზანშეწონილია მშობელმა ბავშვთან ერთად უყუროს ანიმაციურ ფილმებს.

მშობლებსა და შვილებს, განსაკუთრებით ბევრი დრო ურთიერთობებისთვის, უქმეებზე აქვთ. სწორედ შაბათ-კვირისთვის გთავაზობთ 5 რჩეულ ანიმაციას, რომელსაც თქვენს პატარებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ:

#moviegeგირჩევთ

  1. “რანგო / Rango “ – ამელეონ რანგოს ძალიან უნდა გახდეს გმირი, ის ქალაქელების უკანასკნელი იმედია. შერიფი რანგო ცდილობს დაიცვას მცხოვრებნი ბოროტმოქმედებისაგან
  2. “მადაგასკარი 3: ევროპაში ყველაზე ძებნილები / Madagascar 3: Europe’s Most Wanted – ევროპაში ყველაზე ძებნილები – ლომი ალექსი, ზებრა მარტი, ჟირაფი მელმანი და ბეჰემოტი გლორია შეუერთდნენ მომთაბარე ცირკს იმ იმედით, რომ დაბრუნდებიან მშობლიურ ნიუ–იორკის ზოოპარკში .
  3. “ლორაქსი / The Lorax” საზიზღარი მეს შემქმნელებისგან – საკმარისია ერთ ღილაკს დააჭირო ხელი, რომ გარშემო სამყარო შენი სურვილისამებრ შეიცვლება: ფანჯრის წინ მთები გაიზრდება, ეზოში ოკეანის ტალღები ახმაურდება. ერთადერთი უხერხულობა ის არის, რომ გარშემო ყველაფერი პლასტიკისგანაა. მაგრამ შეყვარებულისთვის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს. 
  4. “შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება 2 / The Secret Life of Pets 2” – ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება
  5. “სათამაშოების ისტორია 4 / Toy Story 4” – როდესაც ახალი სათამაშო სახელად ფორკი უერთდება ვუდის და დანარჩენ გუნდს, იწყება მათი მოგზაურობა, რომლის მეშვეობითაც ძველი და ახალი მეგობრები აღმოაჩენენ იმას, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს სათამაშოების სამყარო .

დაუთმეთ დრო პატარებს!

გაუზიარე მეგობრებს!