„მე პანკი ვიყავი და ჩხუბისთავი“ – დღეს ბრიუს ლის დაბადების დღეა

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ბრიუს ლი, ნამდვილი სახელი – ლი ჯუნ ფენი, დაიბადა 27 ნოემბერს, 1940 წელს, სან-ფრანცისკოში. გარდაიცვალა 1973 წლის 20 ივლისს, ჰონგ-კონგში — ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის, ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი. XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. გადაღებულია 36 ფილმში. ჰონ კონგში, ხოლო შემდგომ უკვე ჰოლივუდში, მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა 70-იანი წლების ამერიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩინური საბრძოლო ხელოვნება პოპულარული გახადა. ბრიუს ლის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა ლო ვეის „დიდი ბოსი“ (1971) და „მრისხანების მუშტი“ (1972), „დრაკონის გზა“ (1972) – რეჟისორი და სცენარის ავტორი ბრიუს ლი, უორნერ ბრაზერსის „დრაკონის გამოსვლა“ (1973), „სასიკვდილო თამაში“ (1978) – რეჟისორი რობერტ კლოუზი.

10. ბრიუს ლი იყო ცუდი მოსწავლე – სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში არ ჩაეწერა. რამდენმეთვიანი კოლეჯის განათლების შემდეგ, სწავლას თავი მოარიდა. ბრიუს ლი ყველაზე მეტად ქუჩის ჩხუბებით იყო დაინტერესებული.

9. მშობლებლს ქალიშვილი სურდათ – ბრიუს ლის დაბადებით, მისი მშობლები კმაყოფილები არ დარჩნენ, რათა მათ სურვილი ჰქონდათ, ქალიშვილის ყოლისა.

8. რკინის თითები – ბრიუს ლის შეეძლო ნებისმიერი ქილის, ბოთლის თითით გახვრეტვა. არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინდელი ქილა დღევანდელისგან საკმაო სიმყარით გამოირჩეოდა.

7. იღბალი – ახალგაზრდობის პერიოდში, მამამ ბრიუს ლი სან ფრანცისკოში გაგზავნა, რადგან ჰონგ კონგში დარჩენის შემთხვევაში, გახდებოდა ცნობილი ქუჩის მებრძოლი, რომელსაც ყოველთვის ეყოლებოდა მტერი, პირველ რიგში კი, პოლიცია!

6. წამები – 1962 წელს, ბრიუს ლიმ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მან 11 წამში მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო. 11 წამში მეტოქეს 15–ჯერ ხელით, ხოლო 1–ჯერ ფეხით დაარტყა.

5. როგორც ჩხუბობდა, ასევე ლამაზად ცეკვავდა – ქუჩური ჩხუბის ოსტატი ასევე ძალიან კარგად ცეკვავდა “ჩა–ჩას”. 1958 წელს, ჰონგ- კონგში ჩატარებულ ცეკვის ფესტივალზე გაიმარჯვა.

4. მომაკვდინებელი დარტყმა – 2, 5 სანტიმეტრის სიახლოვიდან თუ დაარტყამდა მეტოქეს, მას 5 მეტრის მოშორებით აგდებდა.

განაგრძეთ კითხვა

უყურეთ ფილმებს movie.ge -ზე

გაუზიარე მეგობრებს!