10 ფილმი, რომელიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ჩვენ შევარჩიეთ შედარებით ახალი საახალწლო თემატიკის ფილმები, რომლებიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

1. A Christmas in Tennessee

ალისონ ბენეტი ქალიშვილ ოლივიასთან და დედასთან ერთად ტენესის შტატის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს. როცა უძრავის ქონების დეველოპერი მეთიუ ქალაქის შესყიდვას ცდილობს, რათა იქ სათხილამურო კურორტი გააშენოს, ალისონს და ქალაქის მცხოვრებლებს დიდი ძალისხევა დასჭირდებათ ამის აღსაკვეთად. ამ დროს კი გამოჩნდება მოულოდნელი სტუმარი, რომელმაც შესაძლოა ყველა პრობლემა მოაგვაროს.

უყურეთ ონლაინ

2. The Grinch – 2018

ფილმის სიუჟეტი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, გრინჩის ანიმაციური ვერსიაა, რომელიც კვლავ შობის ჩაშლის სურვილითაა შეპყრობილი. ამ დროს კი ჰუვილის მცხოვრებლები ყოველწლიური წვეულების სამზადისში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ, წინ რა ელოდებათ…

უყურეთ ონლაინ


3. Marrying father Christmas

მირანდა ჩესტერს, რომელმაც ორი შობის წინ მამის ძებნა დაიწყო, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ გამოძიება ოჯახთან ერთად სიყვარულსაც აპოვნინებდა. ნიშნობის შემდეგ ახალი ოჯახის წევრებით გარშემორტყმული მირანდა საშობაოდ ემზადება, მაგრამ წვეულებაზე მოულოდნელად გამოჩენილი იდუმალი სტუმარი ყველაფერს ართულებს.

უყურეთ ონლაინ

4. Finding father Christmas

შობა მირანდასთვის სევდის მომგვრელი დღესასწაულია, რადგან ყოველთვის ახსენებს ოჯახს, რომელიც არასდროს ჰყოლია. პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა, მამის ვინაობა კი არასდროს გაუმხელია…

განაგრძეთ კითხვა

გაუზიარე მეგობრებს!