ფილმი ნიკოლას ქეიჯის შესახებ, ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“The Unbearable Weight of Massive Talent” – ასე ერქმევა ფილმს, რომლის გადაღებასაც სტუდია “Lionsgate” გეგმავს. ფილმი ნიკოლას ქეიჯის შესახებ იქნება და მთავარ როლშიც ნიკოლას ქეიჯი მოგვევლინება.

სიუჟეტი უიღბლო მსახიობის ირგვლივ ვითარდება, რომელიც არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაში ვარდება. მას ფილმებში აღარ იწვევენ, აქვს ვალები და უფუჭდება უერთიერთობა შვილთან. სიუჟეტში ფენტეზის ელემენტებიც შემოდის და ნიკოლასს 90-იანების “მე” ეცხადება, რომელიც არასწორ მოქმედებებში ადანაშაულებს.

საბოლოოდ კი, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ერთ-ერთ მის მექსიკელ, მილიონერ ფანს, დაბადების დღეზე ესტუმრება. სადაც აღმოჩნდება, რომ მისი მასპინძელი სინამდვილეში ნარკობარონია და მექსიკის პრეზიდენტის ქალიშვილი ჰყავს გატაცებული.

სცენარის მიხედვით, ნიკოლას ქეიჯი, კვენტინ ტარანტინოს ფილმში ცდილობს როლის მიღებას.

პროექტის რეჟისორი ტომ გორმიკენია.

უყურეთ ფილმებს movie.ge-ზე