დიტო ცინცაძე, ჰოლივუდში გამართულ აზიურ კინოფესტივალზე, საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

აზიური კინოფესტივალი “Asian World Film Festival” ლოს-ანჯელესში გაიმართა და მასში 50-ზე მეტი ფილმი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ქართველ რეჟისორს, დიტო ცინცაძეს აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა. სულ ცოტა ხნის წინ, ფილმმა “შინდისი”, ვარშავის კინოფესტივალზე გრან პრიც აიღო და დიტო ცინცაძე, იქაც საუკეთესო რეჟისორად აღიარეს.

“ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის „შინდისი“.კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.„შინდისი“ გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის.ამჟამად „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.ვულოცავთ ფილმის მთელ გადამღებ ჯგუფს მორიგ საერთაშორისო აღიარებას!” – ვკითხულობთ ქართული კინო ფონდის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფილმი “შინდისი”, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრაც, ოსკარზეც იბრძვის.