ნახეთ ტრეილერი: Homeland-ის მე-8 სეზონი 9 თებერვალს დაიწყება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“Homeland”-ის მერვე, ფინალური სეზონი 2020 წლის 9 თებერვალს დაიწყება. სტუდია ტრეილერს აქვეყნებს:

ტრეილერის მიხედვით, რუსეთში ტყვეობის შემდეგ, კერი მეტისონი ფიზიკურადაც და გონებრივადაც მძიმე მდგომარეობაშია და ხანგრძლივი მკურნალობის პროცესს გადის. თუმცა მისი მეხსიერება მხოლოდ ფრაგმენტულია, რაც სოლისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც კერის უნარები და გამოცდილება, ქაბულში, დაძაბული ვითარების განსამუხტად სჭირდება.

ფინალური სეზონი 2020 წლის 9 თებერვალს დაიწყება.