„დაინახე / SEE” – მეოთხე ეპიზოდი ქართულად

იპოვე ფილმი საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მომავლის სამყარო დისტოპიური რეალობით და ვირუსული კატასტროფის შედეგად განადგურებული ცივილიზაცია, რომლის შემდეგ გადარჩენილი კაცობრიობის მცირე ნაწილი, ველურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ყველა მათგანი ბრმაა, ხოლო ისტორიული მეხსიერება მხედველობის შესახებ, უარყოფილი – ასეთია სტივენ ნაითის ახალი კინო-ამბავი, რომელშიც ჯეისონ მამოა, მთავარ როლში გვევლინება და ძველი-ახალი სამყაროს გზის აღმოჩენის, უმნიშვნელოვანეს ხაზს ავითარებს.

ახალი მოწყობის სამყაროში, ადამიანები ნანგრევებსა და ტყეებში, ველურ პირობებში თემებად ცხოვრობენ და გადარჩენისთვის იბრძვიან. ერთ-ერთი თემის „ალკენების“ მამამთავარი ბაბა ვოსი, მოულოდნელად გამოჩენილ ქალს თემში შეიფარებს და ცოლად შეირთავს. რამდენიმე თვეში ქალს ტყუპი უჩნდება, რომლებიც ყველა დანარჩენი სამყაროსგან განსხვავდებიან, რადგან ერეტიკოსების მიერ დევნილი კაცის შვილები არიან და მათ წინააღმდეგ, ყველაზე ძლევამოსილი ძალა იბრძვის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ტყუპები გაცილებით „საშიშნი“ არიან და დანარჩენი სამყაროსგან რადიკალურად განსხვავდებიან – ისინი ხედავენ!

„დაინახე / SEE” -ს პირველ სეზონში დაანონსებული 8 ეპიზოდიდან, ოთხი უკვე გამოვიდა და მისი ნახვა, ქართული, საუკეთესო გახმოვანებით movie.ge-ზეა შესაძლებელი. მეოთხე ეპიზოდში, ბაბა ვოსი(ჯეისონ მამოას პერსონაჟი), ოჯახთან და ტყუპებთან ერთად, ახალი სამყაროს საძიებლად მიდიან, ხოლო დედოფლის წინააღმდეგ, სამეფო კარზეც, წინააღმდეგობრივი ძალები უკიდურეს შედეგებს იწვევენ.

„დაინახე / SEE” -მ მსოფლიო კინომოყვარულთა ყურადღება გამოსვლისთანავე მიიპყრო . ვნახოთ, შეძლებს თუ არა „დაინახე / SEE”  ისეთივე მასშტაბური აღფრთოვანების მოპოვებას, როგორიც ჯეისონ მამოას „GOT”-მა და სტივენ ნაითის „ალესილი კეპები“-მა მოახერხა.   

ასევე დაგაინტერესებთ: “დაინახე / SEE” – ჯეისონ მამოა ახალ სერიალში, რომელშიც მთელი სამყარო ბრმაა