ირაკლი კვინიკაძისა და ენტონი ჰოპკინსის ერთობლივი ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“Now is Everything” – ჰოლივუდში მოღვაწე რეჟისორის, დანტე სპინოტის ახალი ფილმია, რომელშიც ქართველი მსახიობი ირაკლი კვინიკაძე, ლეგენდარულ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს. ახლახან ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა:

ფილმი ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ნიკოლას იარნას შესახებაა. სწორედ მის როლს ასრულებს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი. ნიკოლასი პირადი ტრაგედიების შემდეგ, მოგზაურობას გადაწყვეტს და თავგადასავლის საინტერესო სიუჟეტიც აქედან იწყება.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონის და სტინგის შვილები, ალენ დელონის შვილიშვილი.

ირაკლი კვინიკაძე ქართული კინოპროდუქტის “მძევლების” ვარსკვლავი და 2018 წლის European Shooting Stars Award -ის საუკეთესო მსახიობთ ათეულშია.

ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს, ტალინში გაიმართება.